ქალაქი თბილისი , ქუჩა კედია (ყოფ.კახოვსკი), N8
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5738472
- გადაწყვეტილების თარიღი
- 22 დეკემბერი, 2021
- შედეგი
- სხვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზურაბ კუხალაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 402020184
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.13.06.008.086
- მესაკუთრე
- შპს "კლასიკ დეველოპმენტ" (402020184)
- ფართობი
- 1 990 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.13.06.008.086საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1865167
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 30 ნოემბერი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 22 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 დეკემბერი, 2021ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2021 წლის 30 ნოემბრის №AR1865167 განმეორებითი განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია ამავე სამსახურის 2019 წლის 14 თებერვლის №4376381 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2021 წლის 8 დეკემბრის №5717922 ბრძანებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ არ არის გამოსწორებული დადგენილი ხარვეზები სრულად, კერძოდ საცხოვრებელ, კომერციულ, საზაფხულო, დამხმარე და ავტოსადომის ფართობებში ისევ არასწორად არის შეყვანილი კოლონების და გამყოფი კედლების ფართობები. კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა დაზუსტებულ იქნეს მოთხოვნა რომ საცხოვრებელ, კომერციულ, საზაფხულო, დამხმარე, ავტოსადომისა და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. ამასთან, საჭიროა წარმოდგენილ იქნეს სამსახურის 2019 წლის 14 თებერვლის №4376381 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე), შესწორებული ფართობების დატანით. ვინაიდან, სამსახურის 2021 წლის 8 დეკემბრის №5717922 ბრძანებას გაეცანით 2021 წლის 8 დეკემბერს, ხოლო სამსახურს განმეორებით მომართეთ 2021 წლის 21 დეკემბერს, ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიდან დარჩენილია 21 (ოცდაერთი) სამუშაო დღე. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 21 (ოცდაერთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში სრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი 2021 წლის 30 ნოემბრის №AR1865167 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 22 დეკემბერი, 2021გადაწყვეტილება5738472 - სხვა
- 21 დეკემბერი, 2021ქალაქის პასუხი
- 20 დეკემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
- 30 ნოემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა