OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, მუხრან მაჭავარიანის ქუჩა, N 63

AR1866062სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება7 დეკემბერი, 2021
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5765213
გადაწყვეტილების თარიღი
17 იანვარი, 2022
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
13 ოქტომბერი, 2021 – 13 ოქტომბერი, 2022
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
პაატა ნუცუბიძე
დეველოპერი (ს/კ)
405098727

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.18.006.149
მესაკუთრე
შპს "ედემი" (405098727)
ფართობი
9 306 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1866062
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
7 დეკემბერი, 2021
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
5

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 17 იანვარი, 2022ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 ოქტომბრის №5636141 ბრძანებაში ტექნიკური შეცოდმის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 07 დეკემბერს №AR1866062 განცხადებით მომართა პაატა ნუცუბიძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 13 ოქტომბრის №5636141 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 13 ოქტომბრის №5636141 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მუხრან მაჭავარიანის ქუჩა №63-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.18.006.149), მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის (შენობა I; II; III;) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 13 ოქტომბრიდან 2022 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 ოქტომბრის №5636141 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ: კომერციულ ფართობად 379.0 კვ.მ-ის ნაცვლად 379.70 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 2601.4 კვ.მ-ის ნაცვლად 2601.6 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2643.0 კვ.მ-ის ნაცვლად 2703.13 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 61.6 კვ.მ-ის ნაცვლად 91.20 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 31305.1 კვ.მ-ის ნაცვლად 31395.73 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 ოქტომბრის №5636141 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 ოქტომბრის №5636141 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 31395.73 კვ.მ., კომერციულ ფართობად 379.70 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 2601.6 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად 2703.13 კვ.მ., დამხმარე ფართობად 91.20 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 ოქტომბრის №5636141 ბრძანებით შეთანხმებული პირველი კორპუსის -6.10, -3.05, 0.00 ნიშნულების, მე-2 კორპუსის -5.73, -2.75, 0.00, +3.95, +7.15, +10.35, +13.55, +16.75, +19.95, +23.15, +26.35, +29.55, +32.75, +35.95, +39.15, +42.35, +45.55, +48.75 ნიშნულების და მე-3 კორპუსის -6.00, -3.00, 0.00, +39.20 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 ოქტომბრის №5636141 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 13 ოქტომბრის №5636141 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 17 იანვარი, 2022გადაწყვეტილება5765213 - თანხმობა
  3. 14 იანვარი, 2022ქალაქის პასუხი
  4. 14 იანვარი, 2022ფაილები აიტვირთა
  5. 12 იანვარი, 2022ქალაქის პასუხი
  6. 12 იანვარი, 2022ფაილები აიტვირთა
  7. 29 დეკემბერი, 2021ქალაქის პასუხი
  8. 29 დეკემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
  9. 21 დეკემბერი, 2021ქალაქის პასუხი
  10. 20 დეკემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
  11. 6 დეკემბერი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები5

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა