OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ნუცა ღოღობერიძის ქუჩა N9

AR1868725სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება24 იანვარი, 2022
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5797031
გადაწყვეტილების თარიღი
9 თებერვალი, 2022
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ნინო ფარცხალაძე
დეველოპერი (ს/კ)
405047701

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.12.003.130
მესაკუთრე
შპს "ბალტიკ ინვესტმენტ გრუპ" (405047701)
ფართობი
5 213 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1868725
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
24 იანვარი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
5

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 9 თებერვალი, 2022ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5010108 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 24 იანვარს №AR1868725 განცხადებით მომართა ნინო ფარცხალაძემ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5010108 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5010108 ბრძანებით №01.14.12.003.130 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 3 ივლისიდან 2022 წლის 3 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728773 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5010108 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდა 7468.57 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 3608.61 კვ.მ., საერთო ფართობად - 16701.12 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5010108 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდა 2021 წლის 9 ნოემბრის №AR1861222 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გეგმებით (გარდა -3.60, +25.04 +29.58 და +32.77 ნიშნულების გეგმებისა). განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5010108 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან, კერძოდ, დამხმარე ფართობად 982.1 კვ.მ-ის ნაცვლად 611.7 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელი ასევე განმარტავს, რომ +6.96 ნიშნულის გეგმაზე B კორპუსის ბინა №28/B ფართობი გეგმაზე არასწორად იყო მითითებული და შესწორდა ექსპლიკაციის შესაბამისად, რაც არ იწვევს ბრძანებაში დაფიქსირებული საცხოვრებელი ფართობის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ -6.75, -3.60, 0.00 და +6.96 ნიშნულების გეგმები არ იცვლება, უბრალოდ აღნიშნულ გეგმებზე ხდება დამხმარე ფართობის და ბინა №28/B ფართობის დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ დამხმარე ფართობის გასწორებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 16330.72 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5010108 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5010108 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 16330.72 კვ.მ., დამხმარე ფართობად 611.7 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5010108 ბრძანებით შეთანხმებული -6.75, -3.60, 0.00 და +6.96 ნიშნულების გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5010108 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 3 ივლისის №5010108 და სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728773 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 9 თებერვალი, 2022გადაწყვეტილება5797031 - თანხმობა
  3. 8 თებერვალი, 2022ქალაქის პასუხი
  4. 8 თებერვალი, 2022ფაილები აიტვირთა
  5. 7 თებერვალი, 2022ქალაქის პასუხი
  6. 7 თებერვალი, 2022ფაილები აიტვირთა
  7. 3 თებერვალი, 2022ქალაქის პასუხი
  8. 3 თებერვალი, 2022ფაილები აიტვირთა
  9. 2 თებერვალი, 2022ქალაქის პასუხი
  10. 2 თებერვალი, 2022ფაილები აიტვირთა
  11. 24 იანვარი, 2022ფაილები აიტვირთა
  12. 20 დეკემბერი, 2021ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

სხვა ფაილები5

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა