ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 47
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5742892
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 დეკემბერი, 2021
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 17 დეკემბერი, 2021 – 17 ივნისი, 2023
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ქიშმარაია
- ორგანიზაცია
- 38880
- დეველოპერი (ს/კ)
- 405499205
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.038.511
- მესაკუთრე
- ბელა ოდიშელიძე-ბუჩუკური (P/N: A3943967800 C/N: PAC546352)
- ფართობი
- 800 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.038.511საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1869848
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 24 დეკემბერი, 2021
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 27 დეკემბერი, 2021გადაწყვეტილება5742892 - თანხმობა
- 27 დეკემბერი, 2021ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 დეკემბრის №5728546 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2021 წლის 24 დეკემბერს №AR1869848 განაცხადით მომართა გიორგი ქიშმარაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 17 დეკემბრის №5728546 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 17 დეკემბრის №5728546 ბრძანებით გაიცა ქ. თბილისში, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა №47-ში მდებარე №01.72.14.038.511 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2021 წლის 10 აგვისტოს №5541397 ბრძანებით შეთანხმებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2023 წლის 17 ივნისის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა გიორგი ქიშმარაია (პ/ნ: 55001006092). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 17 დეკემბრის №5728546 ბრძანებაში, დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - გიორგი ქიშმარაიას (პ/ნ: 55001006092) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის შპს „ნიუ ფემილი 1“-ს (ს/ნ: 405499205) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია – №892021100178, მომზადების თარიღი: 23/12/2021 წ.) №01.72.14.038.511 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „ნიუ ფემილი 1“ (ს/ნ: 405499205). ხოლო, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21128304, მომზადების თარიღი: 20/12/2021 წ.) თანახმად, შპს „ნიუ ფემილი 1“-ს (ს/ნ: 405499205) ხელმძღვანელობაზე / წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გიორგი ქიშმარაია (პ/ნ: 55001006092). შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.72.14.038.511 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „ნიუ ფემილი 1“ (ს/ნ: 405499205), რომლის უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 17 დეკემბრის №5728546 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „ნიუ ფემილი 1“-ს (ს/ნ: 405499205) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 დეკემბრის №5728546 ბრძანებაში და დამკვეთად გიორგი ქიშმარაიას (პ/ნ: 55001006092) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ნიუ ფემილი 1“ (ს/ნ: 405499205). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 დეკემბრის №5728546 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 17 დეკემბრის №5728546 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 24 დეკემბერი, 2021ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 2021_12_24_14_11_21.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა