OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა N7ბ ; ქალაქი თბილისი , ქუჩა ანნა პოლიტკოვსკაია , N7 ბ-ს მიმდებარედ

AR1872570სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება13 იანვარი, 2022- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5764557
გადაწყვეტილების თარიღი
17 იანვარი, 2022
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბექარ ჯობაძე
დეველოპერი (ს/კ)
204876606

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.006.143
მესაკუთრე
შპს "მაგთიკომი" (204876606)
ფართობი
1 162 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1872570
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
13 იანვარი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
4 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 17 იანვარი, 2022ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №5734900 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 13 იანვარს №AR1872570 განცხადებით მომართა ბექარ ჯობაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №5734900 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №5734900 გადაწყვეტილებით სამსახური დაეთანხმა ქ. თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №7ბ, ქ.თბილისში, ქუჩა ანნა პოლიტკოვსკაია, №7 ბ-ს მიმდებარედ შპს „მაგთიკომის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ღობის მშენებლობის შესაძლებლობას. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №5734900 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, განმცხადებელს სურს აღნიშნულ გადაწყვეტილებაში მიეთითოს ღობის სიმაღლე. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ 2021 წლის 17 დეკემბრის №AR1868309 განცხადების მოთხოვნის ტექსტში მითითებულია ღობის სიმაღლე 5.24 მეტრი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან, წერილობითი დასტური გაიცა შპს „მაგთიკომის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 5.24 მეტრი ღობის მშენებლობასთან დაკავშირებით და განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №5734900 გადაწყვეტილებაში ღობის სიმაღლის დაფიქსირებას, შესაძლებელია საპროექტო ღობის სიმაღლე დაფიქსირდეს სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №5734900 გადაწყვეტილებაში. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით №01.14.05.006.143 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს მაგთიკომი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204876606). მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით ანდრია ზოდელავა წარმოადგენს შპს მაგთიკომის გენერალური დირექტორის მოადგილეს. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია ანდრია ზოდელავას მიერ განმცხადებლის - ბექარ ჯობაძის სახელზე გაცემული 2021 წლის 14 დეკემბრის მინდობილობა, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №5734900 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.შეტანილ იქნეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №5734900 გადაწყვეტილებაში და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (პირველი, მე-2, მე-3, მე-4 აბზაცები) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის - სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია, რომელიც ეხება ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №7ბ, ქ.თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №7ბ-ს მიმდებარედ, შპს „მაგთიკომის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ღობის მშენებლობას. პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურმა შეამოწმა ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაციის კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ასევე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს აუქციონის (ლოტი 1, აუქციონი 608. აუქციიონის ლინკი http://iauction.ge/Pages/Auctions/Lot.aspx?id=26680&page=0) პირობები და ეთანხმება ქ. თბილისში, სექტორი - ვაკე, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №7ბ, ქ.თბილისში, ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №7 ბ-ს მიმდებარედ, შპს „მაგთიკომის“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე 5.24 მეტრი სიმაღლის ღობის მშენებლობის შესაძლებლობას. გაითვალისწინეთ, მშენებლობის შეტყობინების მოქმედების ვადაა ამ შეტყობინების ჩაბარებიდან (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან) 1 წელი.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №5734900 გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №5734900 გადაწყვეტილებასთან ერთად. 4.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 17 იანვარი, 2022გადაწყვეტილება5764557 - თანხმობა
  3. 13 იანვარი, 2022ფაილები აიტვირთა

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა