OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ასმათის ქუჩა, N 31

AR1872927სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება16 იანვარი, 2022- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5775092
გადაწყვეტილების თარიღი
25 იანვარი, 2022
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი მაზიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
430042937

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.036.152
მესაკუთრე
თენგიზ ცუცქირიძე (P/N: *********38)
ფართობი
2 500 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1872927
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
16 იანვარი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
9 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 25 იანვარი, 2022ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 16 იანვარს №AR1872927 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქი თბილისში, სოფელი დიღომში, ასმათის ქუჩა №31-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: №01.72.14.036.152), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 23 დეკემბრის №5738966 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 23 დეკემბრიდან 2023 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, განმცხადებელს სურს ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს 25 ღია ავტოსადგომის ფართობი - 345 კვ.მ. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანებით შეთანხმებულ, როგორც პირველი სართულის გეგმაზე, ასევე, გენგეგმაზე დატანილია 25 ღია ავტოსადგომი და მათი საერთო ფართობი შეადგენს 345 კვ.მ-ს. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ პირველი სართულის გეგმა და გენგეგმაზე არ იცვლება, ხდება მხოლოდ აღნიშნულ გეგმებზე ღია ავტოსადგომების ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი 345 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანებით შეთანხმებული პირველი სართულის გეგმა და გენგეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმით და გენგეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 15 დეკემბრის №5728109 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 25 იანვარი, 2022გადაწყვეტილება5775092 - თანხმობა
  3. 16 იანვარი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები1

  • +0,00 ნიშნულის გეგმა და გენგეგმა შეთანხმებულის იდენტური.pdfგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა