OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, შალვა გოგიძის I ჩიხი, N 4

AR1876359სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება5 თებერვალი, 2022
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5879376
გადაწყვეტილების თარიღი
4 აპრილი, 2022
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
მანანა ნაკაშიძე
დეველოპერი (ს/კ)
205035914

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.02.004.053
მესაკუთრე
შპს "მოდული" (205035914)
ფართობი
6 620 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1876359
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
5 თებერვალი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
3 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
4

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 4 აპრილი, 2022ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №4128325 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 05 თებერვალს №AR1876359 განცხადებით მომართა მანანა ნაკაშიძემ და მოითხოვა სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №4128325 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №4128325 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ჩაჩავას ქუჩა №2-4-6-8-10-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.13.02.004.053) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (ბლოკი-ა; ბლოკი-ბ; ბლოკი-გ; ბლოკი-დ) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2019 წლის 24 სექტემბრის №4684435 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2019 წლის 24 სექტემბრიდან 2021 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2021 წლის 29 ოქტომბრის №5660510 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №4128325 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 32885.1 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 23022.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 2540.7 კვ.მ. სამსახურის 2021 წლის 30 ნოემბრის №5705426 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2019 წლის 24 სექტემბრის №4684435 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა გაგრძელდა 2024 წლის 30 იანვრის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №4128325 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან კერძოდ: ავტოსადგომის ფართობად 2540.1 კვ.მ-ის ნაცვლად 2403.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ავტოსადგომების ფართობი მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ -3.30 ნიშნულის გეგმას და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ავტოსადგომების ფართობი არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ასევე, სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი -3.30 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, უბრალოდ მასზე ხდება ავტოსადგომების ფართობის დაზუსტება. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ ავტოსადგომების ფართობის შესწორებასთან ერთად იცვლება საერთო ფართობი და იგი შეადგენს 32748.9 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №4128325 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №4128325 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 32748.9 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 2403.9 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №4128325 ბრძანებით შეთანხმებული -3.30 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №4128325 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 21 აგვისტოს №4128325 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 4 აპრილი, 2022გადაწყვეტილება5879376 - თანხმობა
  3. 1 აპრილი, 2022ქალაქის პასუხი
  4. 1 აპრილი, 2022ფაილები აიტვირთა
  5. 29 მარტი, 2022ქალაქის პასუხი
  6. 29 მარტი, 2022ფაილები აიტვირთა
  7. 10 მარტი, 2022ქალაქის პასუხი
  8. 10 მარტი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა