ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ვეფხისტყაოსანის ქუჩა, N 43
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5828545
- გადაწყვეტილების თარიღი
- 2 მარტი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი მაზიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405491999
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.038.460
- მესაკუთრე
- თამაზი მამალაძე (P/N: *********70)
- ფართობი
- 1 201 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.038.460საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-3
- K1
- 0,7
- K2
- 0
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1878117
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 13 თებერვალი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 მარტი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №5674339 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 13 თებერვალს №AR1878117 განცხადებით მომართა ირაკლი მაზიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №5674339 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №5674339 ბრძანებით შეთანხმდა №01.72.14.038.460 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 22 ნოემბრის №5694413 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 22 ნოემბრიდან 2023 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 20 იანვრის №5768604 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №5674339 ბრძანებაში და აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებული მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმა ჩანაცვლდეს 2021 წლის 28 დეკემბრის №AR1870489 განცხადებაზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის გრუნტის ზედაპირის ცვლილების გეგმით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №5674339 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ განმცხადებელს სურს ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე 2 ღია ავტოსადგომის - 30.1 კვ.მ. ფართობის დაფიქსირება. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გენ-გეგმა, +0.000 ნიშნულის გეგმა და ღია ავტოსადგომების ჯამური მაჩვენებელი შეადარა შეთანხმებულ გენ-გეგმას, +0.000 ნიშნულის გეგმას და დაადგინა, რომ გენ-გეგმაზე და +0.000 ნიშნულის გეგმაზე დაფიქსირებულია 2 ღია ავტოსადგომი საერთო ფართობით 30.1 კვ.მ. შესაბამისად, სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №5674339 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს - 30.1 კვ.მ. ამასთან გენ-გეგმა და +0.000 ნიშნულის გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ ორ ღია ავტოსადგომზე ფართობის დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №5674339 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №5674339 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 30.1 კვ.მ. 2. სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №5674339 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა და +0.000 ნიშნულის გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გენ-გეგმითა და ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმით. 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №5674339 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 8 ნოემბრის №5674339 და 2022 წლის 20 იანვრის №5768604 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 2 მარტი, 2022გადაწყვეტილება5828545 - თანხმობა
- 28 თებერვალი, 2022ქალაქის პასუხი
- 28 თებერვალი, 2022ფაილები აიტვირთა
- 23 თებერვალი, 2022ქალაქის პასუხი
- 23 თებერვალი, 2022ფაილები აიტვირთა
- 13 თებერვალი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა