ქალაქი თბილისი , ქინძმარაულის ქუჩა N5
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5836401
- გადაწყვეტილების თარიღი
- 7 მარტი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბორის ხატიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 205206089
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.34.003.045
- მესაკუთრე
- ბორის ხატიაშვილი (P/N: *********86)
- ფართობი
- 1 000 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.34.003.045საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1879181
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 17 თებერვალი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 მარტი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 იანვრის №5778092 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 17 თებერვალს №AR1879181 განცხადებით მომართა ბორის ხატიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 27 იანვრის №5778092 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 იანვრის №5778092 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქინძმარაულის ქუჩა №5-ში მდებარე №01.19.34.003.045 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 9 თებერვლის №5798171 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 9 თებერვლიდან 2023 წლის 9 აპრილის ჩათვლით წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 27 იანვრის №5778092 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის 200.7 კვ.მ. ფართობის დაფიქსირებას. ამასთან, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებიდან ავტოსადგომის 200.2 კვ.მ. ფართობის ამოღებას და შესაბამისად, საერთო ფართობად 2931.3 კვ.მ-ის ნაცვლად 2731.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი გენ-გეგმა და +0.00 ნიშნულის გეგმა (pdf ფაილის მე-2 და მე-5 გვერდები), ასევე შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გენ-გეგმას, +0.00 ნიშნულის გეგმას და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები, კერძოდ ავტოსადგომისა და საერთო ფართობები, რომლებიც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ასევე, დაადგინა, რომ გენ-გეგმაზე დაფიქსირებული იყო საპროექტო შენობა-ნაგებობისთვის გათვალისწინებული ღია ავტოსადგომები. ამასთან, გენ-გეგმა და +0.00 ნიშნულის გეგმა (pdf ფაილის მე-2 და მე-5 გვერდები) არ იცვლება, ხდება მხოლოდ მათზე დატანილ ღია ავტოსადგომებზე შესაბამისი ზომებისა და ფართობების დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 იანვრის №5778092 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 იანვრის №5778092 ბრძანებაში და: 1.1 ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ღია ავტოსადგომის ფართობად დაფიქსირდეს 200.7 კვ.მ. 1.2 ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებიდან ამოღებულ იქნეს ავტოსადგომის 200.2 კვ.მ. ფართობი და ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებში საერთო ფართობად დაფიქსირდეს - 2731.1 კვ.მ. 2. სამსახურის 2022 წლის 27 იანვრის №5778092 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა და +0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გენ-გეგმითა და ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით (წარმოდგენილი pdf ფაილის მხოლოდ მე-2 და მე-5 გვერდები). 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 იანვრის №5778092 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 27 იანვრის №5778092 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 მარტი, 2022გადაწყვეტილება5836401 - თანხმობა
- 5 მარტი, 2022ქალაქის პასუხი
- 5 მარტი, 2022ფაილები აიტვირთა
- 2 მარტი, 2022ქალაქის პასუხი
- 2 მარტი, 2022ფაილები აიტვირთა
- 2 მარტი, 2022ფაილები აიტვირთა
- 27 თებერვალი, 2022ქალაქის პასუხი
- 27 თებერვალი, 2022ფაილები აიტვირთა
- 26 თებერვალი, 2022ფაილები აიტვირთა
- 17 თებერვალი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმა+გენგეგმა05.03.22.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა