OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა ჯიქია , N 9 , მიმდებარედ

AR1880375სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება23 თებერვალი, 2022- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5853912
გადაწყვეტილების თარიღი
18 მარტი, 2022
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
24 დეკემბერი, 2021 – 24 ივნისი, 2024
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბექარ ურუშაძე
დეველოპერი (ს/კ)
405453619

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.005.121
მესაკუთრე
ბექარ ურუშაძე (P/N: *********76)
ფართობი
1 082 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1880375
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
23 თებერვალი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
23 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 18 მარტი, 2022გადაწყვეტილება5853912 - თანხმობა
  2. 18 მარტი, 2022ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის №5741340 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 23 თებერვალს №AR1880375 განცხადებით მომართა ბექარ ურუშაძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის №5741340 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 19 აგვისტოს №5557967 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ჯიქიას ქუჩა №9-ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: № 01.14.05.005.121) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის №5741340 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 24 დეკემბრიდან 2024 წლის 24 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა ბექარ ურუშაძე. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის №5741340 ბრძანებაში ცვლილების შეტანას კერძოდ, დამკვეთად ძველი მესაკუთრის - ბექარ ურუშაძის ნაცვლად ახალი მესაკუთრის - შპს ურუს გრუპის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405453619) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882022061672; მომზადების თარიღი: 01/02/2022წ.) ქალაქ თბილისში, ჯიქიას ქუჩა №9-ის მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთის (ს/კ: №01.14.05.005.121) მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ურუს გრუპი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405453619). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21030086, მომზადების თარიღი: 02/04/2021 წ.), შპს ურუს გრუპის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ბექარ ურუშაძე. შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით, №01.14.05.005.121 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ურუს გრუპი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405453619), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს ურუს გრუპი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405453619). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის №5741340 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ურუს გრუპი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 405453619). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის №5741340 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 დეკემბრის №5741340 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 23 თებერვალი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

თანხმობები და ბრძანებები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა