OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , მოედანი თავისუფლება , N 4 , (ნაკვ. 66/17); ქალაქი თბილისი , მოედანი თავისუფლება , N4 , (ნაკვ.66/10); ქალაქი თბილისი , მოედანი თავისუფლება , N4

AR1887461სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება17 მარტი, 2022
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5864710
გადაწყვეტილების თარიღი
24 მარტი, 2022
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გურამ თავაძე
დეველოპერი (ს/კ)
204530757

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.05.066.031
მესაკუთრე
ე.ს.ა"ავტოფარეხი-2" (204530757) (204530757)
ფართობი
19 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1887461
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
17 მარტი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 24 მარტი, 2022ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 17 მარტს №AR1887461 განცხადებით მომართა გურამ თავაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 11 აგვისტოს №5061163 და 2021 წლის 12 მარტის №5301191 ბრძანებებში ტექნიკური შეცდომის გასწორება საკადასტრო კოდთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 14 აგვისტოს №01/1102 ბრძანებით შეთანხმდა №01.15.05.066.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საოფისე შენობის კორექტირებული (0.00 ნიშნულიდან) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2020 წლის 11 აგვისტოს №5061163 ბრძანებით №01.15.05.066.033, №01.15.05.066.034 და №01.15.05.066.037 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე შეთანხმდა ოფისის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. სამსახურის 2021 წლის 12 მარტის №5301191 ბრძანებით №01.15.05.066.033, №01.15.05.066.034 და №01.15.05.066.037 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე შეთანხმდა ოფისის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის სამსახურის 2020 წლის 11 აგვისტოს №5061163 და 2021 წლის 12 მარტის №5301191 ბრძანებებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა საკადასტრო კოდის მითითების ნაწილში. კერძოდ, №01.15.05.066.034 საკადასტრო ერთეულის ნაცვლად დაფიქსირებულ უნდა იქნას №01.15.05.066.031 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, №01.15.05.066.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შედეგად წარმოიშვა №01.15.05.066.033 და №01.15.05.066.034 საკადასტრო ერთეულები. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის 2008 წლის 14 აგვისტოს №01/1102 ბრძანებაში დაფიქსირებულ იქნა №01.15.05.066.008 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე შეთანხმებულ კორექტირებულ არქიტექტურულ პროექტებშიც სწორად დაფიქსირდა №01.15.05.066.008 საკადასტრო ერთეულის გაყოფის შედეგად წარმოშობილი მიწის ნაკვეთები (№01.15.05.066.033 და №01.15.05.066.034). ასევე, სამსახურის 2020 წლის 11 აგვისტოს №5061163 და 2021 წლის 12 მარტის №5301191 ბრძანებებით შეთანხმებულ საპროექტო დოკუმენტაციაში (მათ შორის, გენ-გეგმაზე) საპროექტო მიწის ნაკვეთებად მითითებულია №01.15.05.066.033, №01.15.05.066.034 და №01.15.05.066.037 საკადასტრო ერთეულები. რაც შეეხება, №01.15.05.066.031 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს, აღნიშნული არ ფიქსირდება საპროექტო მიწის ნაკვეთად, შესაბამისად საპროექტო დოკუმენტაციაში (მათ შორის ფართობების ანგარიშისას) არ იქნა გათვალისწინებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების და სამსახურის 2020 წლის 11 აგვისტოს №5061163 და 2021 წლის 12 მარტის №5301191 ბრძანებებში №01.15.05.066.034 საკადასტრო ერთეულის ნაცვლად №01.15.05.066.031 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაფიქსირებასთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 24 მარტი, 2022გადაწყვეტილება5864710 - უარი

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა