OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ხოშარაულის ქუჩა N30

AR1888199სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება23 მარტი, 2022- დიდუბე
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5867644
გადაწყვეტილების თარიღი
28 მარტი, 2022
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ივერი შელეგია
დეველოპერი (ს/კ)
405078197

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.13.05.009.049
მესაკუთრე
შპს "ნიუ აუტო მოტორსი" (405078197)
ფართობი
3 854 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1888199
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
23 მარტი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
5 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 28 მარტი, 2022გადაწყვეტილება5867644 - თანხმობა
  2. 28 მარტი, 2022ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 5 ოქტომბრის №5125667 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 23 მარტს №AR1888199 განცხადებით მომართა ივერი შელეგიამ და მოითხოვა სამსახურის 2020 წლის 5 ოქტომბრის №5125667 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 17 თებერვლის №2405611 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ხოშარაულის ქ. №30-ში მდებარე №01.13.05.009.049 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე ავტოსერვისის და სასაწყობე ბოქსების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2016 წლის 20 სექტემბრის №2833966, 2017 წლის 9 ივნისის №3313811, 2018 წლის 15 ივნისის №4018187, 2019 წლის 22 იანვრის №4341695, 2020 წლის 28 იანვრის №4833691 და 2020 წლის 5 ოქტომბრის №5125667 ბრძანებებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2016 წლის 17 თებერვლის №2405611 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 5 აპრილის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2020 წლის 5 ოქტომბრის №5125667 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ „2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 5 აპრილის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა „2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2020 წლის 5 მარტის ჩათვლით“. სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2020 წლის 26 სექტემბრის №AR1776457 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 18 თვეზე და სამსახურის 2020 წლის 5 ოქტომბრის №5125667 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 5 აპრილის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 5 ოქტომბრის №5125667 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 5 ოქტომბრის №5125667 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 17 თებერვლის №2405611 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: "3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 2022 წლის 5 აპრილის ჩათვლით.".“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 5 ოქტომბრის №5125667 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის 2016 წლის 17 თებერვლის №2405611, 2016 წლის 20 სექტემბრის №2833966, 2017 წლის 9 ივნისის №3313811, 2018 წლის 15 ივნისის №4018187, 2019 წლის 22 იანვრის №4341695, 2020 წლის 28 იანვრის №4833691 და 2020 წლის 5 ოქტომბრის №5125667 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა