OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ბერი გაბრიელ სალოსის მოედანი N2; ქალაქი თბილისი , ბერი გაბრიელ სალოსის მოედანი N1ა; ქალაქი თბილისი , მოედანი გაბრიელ სალოსის , N2-ის მიმდებარედ ; ქალაქი თბილისი , ბერი გაბრიელ სალოსის მოედანი N1

AR1888673სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება23 მარტი, 2022
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5888038
გადაწყვეტილების თარიღი
7 აპრილი, 2022
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
1 მარტი, 2022 – 1 მარტი, 2027
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თენგიზი ესიავა
დეველოპერი (ს/კ)
406097281

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.14.001.424
მესაკუთრე
შპს "ასტორია 2012" (406097281)
ფართობი
5 112 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 19 ნოემბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1888673
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
23 მარტი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
1 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 7 აპრილი, 2022ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 03 დეკემბრის №5712728 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 23 მარტს №AR1888673 განცხადებით მომართა თენგიზი ესიავამ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 03 დეკემბრის №5712728 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 03 დეკემბრის №5712728 ბრძანებით №01.17.14.001.424 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5827189 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 01 მარტიდან 2027 წლის 01 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 03 დეკემბრის №5712728 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი 3222.0 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 3116.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 2205.1 კვ.მ-ის ნაცვლად 2172.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 3167.5 კვ.მ-ის ნაცვლად 3190.4 კვ.მ., დამხმარე ფართობი 72.6 კვ.მ-ის ნაცვლად 216.2 კვ.მ., საერთო ფართობი 19790.4 კვ.მ-ის ნაცვლად 19818.8 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 03 დეკემბრის №5712728 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს: 3116.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 2172.2 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 3190.4 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 216.2 კვ.მ., საერთო ფართობად: 19818.8 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 03 დეკემბრის №5712728 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 03 დეკემბრის №5712728 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 03 დეკემბრის №5712728 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 7 აპრილი, 2022გადაწყვეტილება5888038 - თანხმობა
  3. 6 აპრილი, 2022ქალაქის პასუხი
  4. 6 აპრილი, 2022ფაილები აიტვირთა
  5. 1 აპრილი, 2022ქალაქის პასუხი
  6. 1 აპრილი, 2022ფაილები აიტვირთა
  7. 23 მარტი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები3

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა