ქალაქი თბილისი , ქუჩა ომარ ხიზანიშვილი , N 1
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5887807
- გადაწყვეტილების თარიღი
- 8 აპრილი, 2022
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ანა კრესტიანიკოვა
- დეველოპერი (ს/კ)
- 209440130
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.12.016.027.17.505
- მესაკუთრე
- შპს "მუხიანი" (209440130)
- ფართობი
- 59 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.12.016.027.17.505საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1891785
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 7 აპრილი, 2022
- სახეობა
- რეკონსტრუქცია
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 8 აპრილი, 2022გადაწყვეტილება5887807
- 8 აპრილი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 1..არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ..ფოტოსურათების pdf ფაილი : წარმოსადგენია განახლებული დღეის მდგომარეობის ამსახველი, დათარიღებული, არსებული ფოტოსურათები სხვადასხვა კუთხის ფიქსაციით. 2..ფოტომონტაჟი -> ..ფოტომონტაჟის pdf ფაილი : ფოტომონტაჟზე დატანილ იქნას დეტალური გაბარიტული ზომები და ნიშნულები როგორც ფასადის ასევე სარეკლამო აბრის. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის #14-39 დადგენილების, მუხლი 18, პუნქტი 10, ქვეპუნქტი ა)–ს თანახმად: განაშენიანების რეგულირების წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით მოწყობილი საინფორმაციო ან/და სარეკლამო აბრების, წარწერების, ყუთების, ბილბორდების და სხვა მსგავსი ელემენტების ჯამური ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განთავსების ადგილზე (არა)საცხოვრებელი ერთეულის შესაბამისი ფასადის ან/და სახურავის ნაწილის ფართობის 20%–ს. წარმოსადგენია ახალი ფოტომონტაჟი ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გაითვალისწინეთ, ცალკე წარმოადგინეთ თქვენი კუთვნილი ფართის ფასადის საანგარიშო ზედაპირი (გაბარიტული ზომებით) და მასზე განსათავსებელი სარეკლამო აბრების ზომები, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ფასადის 20 %–ს. გაითვალისწინეთ, რომ "რეკლამის შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, "რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება სახელმწიფო ენაზე. ეს მოთხოვნა არ ეხება იმ გადაცემებსა და გამოცემებს, რომლებიც ვრცელდება სხვა ენაზე, აგრეთვე არ ეხება წარწერას საქონლის გამოსახულებაზე, გარდა სასაქონლო ნიშნისა, ხოლო საქართველოში განთავსებული, სხვა ენაზე რეგისტრირებული სასაქონლო (მომსახურების) ნიშნის (ლოგოტიპის) მფლობელს ევალება მისი ტრანსლიტერაციის წესით გადმოცემა ქართულ ენაზე". გამომდინარე აქედან, სარეკლამო აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ყველა შემთხვევაში) და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ (ტრანსლიტერირებულ) ფორმას. მანათობელი წარწერის შემთხვევაში, ორივე ენაზე შესრულებული (ქართული და უცხოური) წარწერები ერთნაირად უნდა იყოს განათებული. ასევე ზემოთ და მარცხნივ უნდა განთავსდეს ქართულენოვანი წარწერა და ქვემოთ და მარჯვნივ უცხოენოვანი, თქვენს შემთხვევაში აბრის მარცხნივ ფიქსირდება უცხოენოვანი წარწერა და ასევე ფასადიდან გადმოშვერილ რეკლამაზე ფიქსირდება მხოლოდ უცხოებოვანი წარწერები, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინაშე შესწორდეს ხარვეზები. 3... ვინაიდან იჯარის ხელშეკრულება დადებულია ერთ წელზე მეტი ვადით დაარეგისტრირეთ საჯარო რეესტრში. ვინაიდან ფართი უკვე სარგებლობით არის გაცემული შპს ეკო ტექნიკას სასარგებლოდ წარმოადგინეთ მისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული სათანადო წესით დამოწმებული თანხმობა მიმდინარე განცხადებით შესათანხმებელ სამუშაოებთან დაკავშირებით. გაცნობებთ, რომ ხარვეზების გამოსწორებისთვის გეძლევათ 15 სამუშაო დღე. მოცემულ ვადაში ხარვეზების შეუსრულებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 7 აპრილი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა