ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, ნინო აბაშიძე-ორბელიანის ქუჩა, N 43
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5966140
- გადაწყვეტილების თარიღი
- 2 ივნისი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თამაზ ჩახუნაშვილი
- ორგანიზაცია
- 42383
- დეველოპერი (ს/კ)
- 400154319
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.037.343
- მესაკუთრე
- შპს თერმა სერვისი (205244225)
- ფართობი
- 1 000 მ²
- დანიშნულება
- სასოფლო-სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.037.343საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1896593
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 6 მაისი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 27 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 2 ივნისი, 2022ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5826647 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 06 მაისს №AR1896593 განცხადებით მომართა თამაზ ჩახუნაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5826647 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 28 იანვრის №5780626 ბრძანებით №01.72.14.037.343 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5826647 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 03 თებერვლიდან 2023 წლის 03 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5826647 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, დამკვეთად ძველი მესაკუთრის - შპს ტოპ კაპიტალის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 432387623) ნაცვლად ახალი მესაკუთრის - შპს ეიმ ბილდინგ სითის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400154319) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882022202053; მომზადების თარიღი: 25.03.2022 წ.) №01.72.14.037.343 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ეიმ ბილდინგ სითი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400154319). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21114060; მომზადების თარიღი: 15/11/2021წ.) შპს ეიმ ბილდინგ სითის ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს გია ბასიაშვილი. წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილია შპს ეიმ ბილდინგ სითის დირექტორის გია ბასიაშვილის მიერ განმცხადებლის - თამაზ ჩახუნაშვილის სახელზე გაცემული 2022 წლის 04 მაისის №22/04/05 მინდობილობა, რომელიც გულისხმობს მინდობილი პირის წარმომადგენლობას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში. შესაბამისად დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით, №01.72.14.037.343 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს ეიმ ბილდინგ სითი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400154319), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს ეიმ ბილდინგ სითი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400154319). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5826647 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს ეიმ ბილდინგ სითი (საიდენტიფიკაციო ნომერი: 400154319). ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5826647 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5826647 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 2 ივნისი, 2022გადაწყვეტილება5966140 - თანხმობა
- 4 მაისი, 2022ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა