ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 35
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5982563
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 ივნისი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- პაატა ნუცუბიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405172566
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.014.836
- მესაკუთრე
- ნანა ჩხაიძე (P/N: *********85)
- ფართობი
- 4 200 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.014.836საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1897406
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 25 მაისი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 6
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 ივნისი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 10 მაისს №AR1897406 განცხადებით მომართა პაატა ნუცუბიძემ და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებით შეთანხმდა ქალაქ თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირი №35-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.014.836) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის („ბ“ და „გ“ ბლოკების) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 6 დეკემბრიდან 2022 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური ინსპექციის 2021 წლის 28 დეკემბრის №ბ-10/01213412443-17 ბრძანებით მიღებულ იქნა ექსპლუატაციაში ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.014.836) მდებარე მშენებლობადამთავრებული ობიექტი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი („ბ“ ბლოკი-IV კლასი). სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5847101 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდა 22701.3 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 14448.6 კვ.მ., ავტოსადგომების ფართობად 3026.1 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებით შეთანხმებული -2.800, 0.00, +10.100, +13.400, +16.700 და +49.700 ნიშნულის გეგმები ჩანაცვლდა 2022 წლის 17 თებერვლის №AR1879064 განცხადებაზე წარმოდგენილი ამავე ნიშნულების გეგმებით. ამასთან, აღნიშნული ბრძანებით შეთანხმებულ გეგმებს დაემატა +59.600 ნიშნულის გეგმა. სამსახურის 2022 წლის 05 აპრილის №5881887 ბრძანებით ასევე გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდა ღია ავტოსადგომების ფართობი 461.9 კვ.მ. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის გეგმა (სამსახურის 2022 წლის 14 მარტის №5847101 ბრძანებით ჩანაცვლებული 0.00 ნიშნულის გეგმის გათვალისწინებით) ჩანაცვლდა 2022 წლის 04 აპრილის №AR1890972 განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გეგმით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებაში არასწორად აისახა ტექნიკურ – ეკონომიკური მაჩვენებლები და შესაბამისად, ითხოვს ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ–ეკონომიკურ მაჩვენებლებთან კერძოდ: კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2756.2 კვ.მ-ის ნაცვლად 2532.6 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 82.5 კვ.მ-ის ნაცვლად 54.2 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 22701.3 კვ.მ-ის ნაცვლად 22449.4 კვ.მ-ის, სამშენებლო მოცულობად 62844.5 კუბ.მ-ის ნაცვლად 76232.9 კუბ.მ-ის, 0.00 ნიშნულის ზევით 62786.7 კუბ.მ-ის ნაცვლად 67154.6 კუბ.მ-ის, 0.00 ნიშნულის ქვევით 57.8 კუბ.მ-ის ნაცვლად 9078.3 კუბ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებლის მიერ, ასევე, წარმოდგენილია განმარტებითი ბარათი, რომელშიც „ბ“ და „გ“ ბლოკების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები ცალ-ცალკეა მითითებული და სურს აღნიშნული განმარტებითი ბარათის ჩანაცვლება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ წარმოდგენილ განმარტებით ბარათში (პდფ ფაილის მე-2 ფურცელი) ცალ-ცალკეა მითითებული „ბ“ და „გ“ ბლოკების შესწორებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 22449.4 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2532.6 კვ.მ., დამხმარე ფართობად 54.2 კვ.მ. სამშენებლო მოცულობად 76232.9 კუბ.მ., 0.00 ნიშნულის ზევით 67154.6 კუბ.მ., 0.00 ნიშნულის ქვევით 9078.3 კუბ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები და განმარტებითი ბარათი (პდფ ფაილის მე-2 ფურცელი) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით და განმარტებითი ბარათით (პდფ ფაილის მე-2 ფურცელი). 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 06 დეკემბრის №5694414, 2022 წლის 14 მარტის №5847101 და 2022 წლის 05 აპრილის №5881887 ბრძანებებთან ერთად. 5.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 ივნისი, 2022გადაწყვეტილება5982563 - თანხმობა
- 13 ივნისი, 2022ქალაქის პასუხი
- 13 ივნისი, 2022ფაილები აიტვირთა
- 9 ივნისი, 2022ქალაქის პასუხი
- 9 ივნისი, 2022ფაილები აიტვირთა
- 7 ივნისი, 2022ქალაქის პასუხი
- 7 ივნისი, 2022ფაილები აიტვირთა
- 3 ივნისი, 2022ქალაქის პასუხი
- 3 ივნისი, 2022ფაილები აიტვირთა
- 25 მაისი, 2022ფაილები აიტვირთა
- 19 მაისი, 2022ქალაქის პასუხი
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები5
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა