ქალაქი თბილისი , "დელისი-3"-ის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ, ინტენსიფიკაციის გზის სამხრეთით , (ნაკვეთი N1/124)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 5974534
- გადაწყვეტილების თარიღი
- 8 ივნისი, 2022
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზაზა ბასილაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 402050016
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.15.001.419
- მესაკუთრე
- ნანი ფხაკაძე (P/N: *********30)
- ფართობი
- 2 000 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.15.001.419საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-2
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,25
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1900147
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 24 მაისი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 15 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 8 ივნისი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენ მიერ ელექტრონულად ატვირთული განცხადება და მასზე თანდართული დოკუმენტაცია, პასუხად გაცნობებთ შემდეგს: 01. არებობის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის (საპროექტო ტერიტორიის) ტოპოგრაფიული გეგმა, მასშტაბი 1:500 -> ....ტოპოგრაფიული გეგმის pdf ფაილი : ტოპოგრაფიული გეგმა (მ1:500), შესრულებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ მისივე საპროექტო ორგანიზაციის სატიტულო შტამპიან ფურცელზე, პასუხისმგებელი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდიანი სახით. 02. არსებული სიტუაციის ფოტოსურათები -> ....ფოტოსურათების pdf ფაილი : წარმოადგინეთ არსებული სიტუაციის ამსახველი უახლესი ფოტომასალა თარიღის მითითებით. 03. საინფორმაციო დაფა-ბანერი -> ....საინფორმაციო დაფა - ბანერის pdf ფაილი.: წარმოსადგენია განახლებული საინფორმაციო დაფა – ბანერის ამსახველი ფოტოსურათები შორი და ახლო ხედებიდან, პროგრამულად დამუშავების გარეშე. საინფორმაციო დაფა უნდა დამაგრდეს საზოგადოებრივი სივრცეებიდან აღქმად, თვალსაჩინო ადგილზე და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილების მე-19-ე მუხლის, მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას: ა) მშენებლობის ნებართვის მაძიებლის საკონტაქტო ინფორმაციას; ბ) მიწის ნაკვეთის მისამართს; გ) მშენებლობის სახეობას და შენობა-ნაგებობის ფუნქციურ დანიშნულებას; დ) მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს დასახელებას/მისამართს და განაცხადის განხილვის ვადებს; ე) შენობა-ნაგებობის სავარაუდო სართულიანობას ან/და გაბარიტებს. საინფორმაციო დაფაზე უნდა განთავსდეს მხოლოდ ზემოაღნიშნული მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია და დაუშვებელია მისი სარეკლამო მიზნებისათვის გამოყენება. 04. წარმოადგინეთ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოსთან შეთანხმებული საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემები და აღნიშნული სამსახურების მიერ გაცემული თანხმობა საგზაო მოძრაობის ორგანიზების სქემის მოწყობასთან დაკავშირებით. 05. წარმოადგინეთ ექსპერტის დასკვნა მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ. 06. წარმოადგინეთ საპროექტო შენობა-ნაგებობი ტერიტორიაზე განთავსების სქემა სართულიანობის მითითებით და მაქსიმალური სიმაღლის განსაზღვრის სქემით. 07. ტერიტორიაზე და მის მომიჯნავედ ფიქსირდება: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის საკუთრებაში არსებული მიწისქვეშა კომუნიკაცია, წყალარინება (ს/კ 01.00.287) და წყალმომარაგების ძირითადი ქსელი (ს/კ 01.01.834) სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“-ს საკუთრებაში არსებული კანალიზაციის არხი (ს/კ 01.00.318) ქ.თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული გარე განათების თვითმზიდი იზოლირებული სადენი (ს/კ 01.00.081) სსიპ „თვითმმართველი ქალაქი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის“ საკუთრებაში არსებული საჰაერო-საბაგირო გზა (ს/კ 01.00.504) ინტერნეტის ქსელი საჭიროა წარმოადგინოთ მათი მესაკუთრე(ებ)ის შესაბამისი თანხმობა ან/და პოზიცია გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებთან დაკავშრებით და დამოწმებული (ხელმოწრილი/ბეჭდიანი) გენგეგმით. 08. ვინაიდან მიწის ნაკვეთი მდებარეობს მაღალი გეოდინამიკის ზონაში, დამატებით წარმოსადგენია საპროექტო ტერიტორიაზე ჩატარებული საინჟინრო- გეოლოგიური კვლევა და გეოლოგიური კვლევის შესაბამისი საექსპერტო შეფასება, რომელიც მოიცავს შემსრულებლის სახელს/დასახელებას, დიპლომს, სამუშაო გამოცდილებას, საკონტაქტო ინფორმაციას (ტელეფონის ნომერი და ელ. ფოსტის მისამართი), ამონაწერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, შესაბამისად – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს. ან ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან. არასრულყოფილი დოკუმენტაციის გამო სამსახური ამ ეტაპზე ვერ გიდგენთ ყველა შესაძლო ხარვეზს. გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 8 ივნისი, 2022გადაწყვეტილება5974534
- 24 მაისი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- [number]_25) nucubideze_lisi_topo_ 01.14.15.001.419.dwg
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა