OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი, სტეფანე ჭრელაშვილის ქუჩა, N 1

AR1900586სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 მაისი, 2022- ისანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
5967231
გადაწყვეტილების თარიღი
3 ივნისი, 2022
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
დავით კაშია
დეველოპერი (ს/კ)
406209954

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.13.051.013
მესაკუთრე
შპს "ისანი" (406209954)
ფართობი
3 839 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1900586
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
25 მაისი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
9 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 3 ივნისი, 2022ქალაქის პასუხი

    2022 წლის 25 მაისის №AR1900586 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციისა და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 25 მაისს №AR1900586 განცხადებით მომართა დავით კაშიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 06 მაისის №5897244 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 06 მაისის №5897244 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სტეფანე ჭრელაშვილის ქუჩა №1-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.13.051.013) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 06 მაისიდან 2025 წლის 06 მაისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 06 მაისის №5897244 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 7790.97 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 7790.5 კვ.მ., საოფისე ფართობი 5208.0 კვ.მ-ის ნაცვლად 5257.1 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 3729.35 კვ.მ-ის ნაცვლად 3734.6 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 1872.39 კვ.მ-ის ნაცვლად 2070.91 კვ.მ., საერთო ფართობი 22019.74 კვ.მ-ის ნაცვლად 22272.14 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა, დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ საცხოვრებელ, საოფისე და შიდა ავტოსადგომების ფართობებში შეყვანილია კოლონების და სავენტილაციო შახტების ფართები. აღნიშნული ფართები დათვლილ უნდა იქნას შიდა კონტურზე, კოლონების და სავენტილაციო შახტების გარეშე. ასევე, წარმოდგენილ გეგმებზე დატანილი საზაფხულო ფართების ჯამური მაჩვენებელი და მოთხოვნის ტექსტში დაფიქსირებულია ამავე ფუნქციის ფართობის მაჩვენებლები ერთმანეთთან შეუსაბამოა. გარდა ამისა, გენ-გეგმაზე არსებული №49-52 და №55-70 ავტოსადგომები წარმოადგენს ღია ავტოსადგომებს. ღია ავტოსადგომები ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში არ შედის და აქედან გამომდინარე, საერთო ფართობში ვერ დაფიქსირდება. თუმცა, შესაძლებელია ღია ავტოსადგომების ცალკე ფართობად დაფიქსირება. ამასთან, ღია ავტოსადგომის ფართობში დაფიქსირებული უნდა იქნეს მხოლოდ ის ფართობი, რომელსაც უშუალოდ იკავებს ღია ავტოსადგომი (მისასვლელი გზის გარეშე). თითოეულ მათგანზე ფართობები და ზომები დატანილ უნდა იქნას ცალ-ცალკე. ასევე, წარმოდგენილ 0.00 და +2.45 ნიშნულის გეგმებზე, „9-8“ და „ე-ა“ ღერძებში შეცვლილია გეგმარება. სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია ან ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია შესწორებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1 დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საოფისე, საზაფხულო, შიდა ავტოსადგომების და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2 დააზუსტოს მოთხოვნა ღია ავტოსადგომების ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირებასთან დაკავშირებით. 1.3 წარმოადგინოს სამსახურის 2022 წლის 06 მაისის №5897244 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმის და გეგმების იდენტური გენ-გეგმა (ღია ავტოსადგომის ფართობების დატანით) და გეგმები გასწორებული ფართობების დატანით, გეგმარების ცვლილების გარეშე. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 25 მაისის №AR1900586 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 3 ივნისი, 2022გადაწყვეტილება5967231 - სხვა
  3. 25 მაისი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა