ქალაქი თბილისი, იაკობ ცურტაველის ქუჩა, N 15
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6068131
- გადაწყვეტილების თარიღი
- 4 აგვისტო, 2022
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი ლაზარიაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405121158
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.18.04.014.005
- მესაკუთრე
- მაია ბედოშვილი (P/N: *********88) (P/N: *********88)
- ფართობი
- 555 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.18.04.014.005საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-3
- K1
- 0,5
- K2
- 1,5
- K3
- 0,2
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1906046
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 10 ივლისი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 0 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 4 აგვისტო, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4819295 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 11 ივნისს №AR1906046 განცხადებით მომართა ირაკლი ლაზარიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4819295 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4819295 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ი. ცურტაველის ქ. №15-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.18.04.014.005) სასტუმროს არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 24 მაისის №5953382 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 24 მაისიდან 2024 წლის 24 მაისის ჩათვლით. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4819295 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. კერძოდ, სასტუმროს ნომრების ფართობი 539.04 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 531.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 91.8 კვ.მ-ის ნაცვლად 92.0 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 309.1 კვ.მ-ის ნაცვლად 279.6 კვ.მ., საერთო ფართობი 1041.04 კვ.მ-ის ნაცვლად 1259.2 კვ.მ. ასევე, მოთხოვნილია ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამხმარე ფართობის (355.8 კვ.მ.) დამატება და ასევე, სასაწყობე (91.5 კვ.მ.) და მანსარდის ფართობის (9.6 კვ.მ.) ამოღება. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4819295 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დამატებულ იქნას დამხმარე ფართობი: 355.8 კვ.მ., ხოლო, ამოღებულ იქნას სასაწყობე (91.5 კვ.მ.) და მანსარდის ფართობი (9.6 კვ.მ), ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში სასტუმროს ნომრების ფართობად დაფიქსირდეს: 531.8 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 92.0 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 279.6 კვ.მ., საერთო ფართობად: 1259.2 კვ.მ. 2. სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4819295 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4819295 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 13 იანვრის №4819295 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 4 აგვისტო, 2022ფაილები აიტვირთა
- 4 აგვისტო, 2022გადაწყვეტილება6068131 - თანხმობა
- 3 აგვისტო, 2022ქალაქის პასუხი
- 31 ივლისი, 2022ქალაქის პასუხი
- 1 ივლისი, 2022ქალაქის პასუხი
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- koreqtirebuli.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა