ქალაქი თბილისი , მუხიანის საცხოვრებელი რაიონი , მიმდებარედ , (ნაკვეთი N11/12) ; ქალაქი თბილისი , მუხიანი , საცხოვრებელი რაიონის მიმდებარად, (ნაკვეთი N11/14)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6023225
- გადაწყვეტილების თარიღი
- 6 ივლისი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 8 ნოემბერი, 2021 – 8 ნოემბერი, 2024
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბესიკ პაპისმედოვი
- დეველოპერი (ს/კ)
- 406311968
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.13.011.723
- მესაკუთრე
- შპს "ლენდ ინვესტი" (404590867)
- ფართობი
- 3 670 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.13.011.723საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1906756
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 15 ივნისი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 6 ივლისი, 2022ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 08 ნოემბრის №5675165 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 15 ივნისს №AR1906756 განაცხადით მომართა ბესიკ პაპისმედოვმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 08 ნოემბრის №5675165 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 08 ნოემბრის №5675165 ბრძანებით №01.11.13.011.723 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 08 ნოემბრიდან 2024 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „დი დი ჯი“ (ს/ნ: 204532345). წინამდებარე განაცხადით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 08 ნოემბრის №5675165 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და დამკვეთად შპს „დი დი ჯი“-ს (ს/ნ: 204532345) ნაცვლად - შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022345253, მომზადების თარიღი: 23/05/2022 წ.) თანახმად, №01.11.13.011.723 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22006616; მომზადების თარიღი: 28/01/2022 წ.) შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ბესიკ პაპისმედოვი (პ/ნ: 01012000873). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.11.13.011.723 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406311968) და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 08 ნოემბრის №5675165 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 08 ნოემბრის №5675165 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „დი დი ჯი“-ს (ს/ნ: 204532345) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406311968). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 08 ნოემბრის №5675165 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 08 ნოემბრის №5675165 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 6 ივლისი, 2022გადაწყვეტილება6023225 - თანხმობა
- 15 ივნისი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 2. 01.11.13.011.723.rarგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა