ქალაქი თბილისი , მუხიანის საცხოვრებელი რაიონი , მიმდებარედ , (ნაკვეთი N11/12) ; ქალაქი თბილისი , მუხიანი , საცხოვრებელი რაიონის მიმდებარად, (ნაკვეთი N11/14)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6023333
- გადაწყვეტილების თარიღი
- 6 ივლისი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 25 ნოემბერი, 2021 – 25 ნოემბერი, 2024
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბესიკ პაპისმედოვი
- დეველოპერი (ს/კ)
- 406311968
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.13.011.724
- მესაკუთრე
- შპს "ლენდ ინვესტი" (404590867)
- ფართობი
- 3 077 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.13.011.724საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1906757
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 15 ივნისი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 6 ივლისი, 2022ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 ნოემბრის №5693425 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 15 ივნისს №AR1906757 განაცხადებით მომართა ბესიკ პაპისმედოვმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 25 ნოემბრის №5693425 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 ნოემბრის №5693425 ბრძანებით შეთანხმდა №01.11.13.011.724 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 25 ნოემბრიდან 2024 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს "დი დი ჯი" (ს/ნ: 204532345). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 25 ნოემბრის №5693425 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად შპს "დი დი ჯი"-ს (ს/ნ: 204532345) ნაცვლად შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022345265, მომზადების თარიღი: 23/05/2022 წ.) თანახმად №01.11.13.011.724 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406311968). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22006616, მომზადების თარიღი: 28/01/2022 წ.) თანახმად, შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ბესიკ პაპისმედოვი (პ/ნ: 01012000873). შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.11.13.011.724 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406311968), რომლის უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 25 ნოემბრის №5693425 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 ნოემბრის №5693425 ბრძანებაში და დამკვეთად შპს "დი დი ჯი"-ს (ს/ნ: 204532345) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406311968). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 ნოემბრის №5693425 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 25 ნოემბრის №5693425 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 6 ივლისი, 2022გადაწყვეტილება6023333 - თანხმობა
- 15 ივნისი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 3. 01.11.13.011.724.rarგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა