ქალაქი თბილისი , მუხიანის საცხოვრებელი რაიონი , მიმდებარედ , (ნაკვეთი N11/12) ; ქალაქი თბილისი , მუხიანი , საცხოვრებელი რაიონის მიმდებარად, (ნაკვეთი N11/14)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6012139
- გადაწყვეტილების თარიღი
- 30 ივნისი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 24 ნოემბერი, 2021 – 24 ნოემბერი, 2024
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბესიკ პაპისმედოვი
- დეველოპერი (ს/კ)
- 406311968
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.13.011.725
- მესაკუთრე
- შპს "ლენდ ინვესტი" (404590867)
- ფართობი
- 2 116 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.13.011.725საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1906758
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 15 ივნისი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 15 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 30 ივნისი, 2022ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5693399 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 15 ივნისის №AR1906758 განცხადებით მომართა ბესიკ პაპისმედოვმა და მოითხოვა სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5693399 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5693399 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მუხიანის საცხოვრებელი რაიონის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.11.13.011.725) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 24 ნოემბრიდან 2024 წლის 24 ნოემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „დი დი ჯი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204532345). წარმოდგენილი განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5693399 ბრძანებაში ცვლილების შეტანას. კერძოდ, დამკვეთად შპს “დი დი ჯი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 204532345) ნაცვლად - შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406311968) დაფიქსირებას. დღევანდელი მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882022345284; მომზადების თარიღი: 23/05/2022 წ.) №01.11.13.011.725 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406311968). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის თანახმად (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22006616, მომზადების თარიღი: 28/01/2022 წ.) შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406311968) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ბესიკ პაპისმედოვი. შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მიხედვით, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით, №01.11.13.011.725 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406311968), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია ცვლილება შეიტანოს მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში და დამკვეთად დააფიქსიროს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406311968). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5693399 ბრძანებაში და დამკვეთად დაფიქსირდეს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406311968) 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5693399 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 24 ნოემბრის №5693399 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 30 ივნისი, 2022გადაწყვეტილება6012139 - თანხმობა
- 15 ივნისი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 4. 01.11.13.011.725.rarგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა