OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , მუხიანის საცხოვრებელი რაიონი , მიმდებარედ , (ნაკვეთი N11/12) ; ქალაქი თბილისი , მუხიანი , საცხოვრებელი რაიონის მიმდებარად, (ნაკვეთი N11/14)

AR1906773სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება15 ივნისი, 2022- მუხიანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6023200
გადაწყვეტილების თარიღი
6 ივლისი, 2022
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
25 თებერვალი, 2022 – 25 თებერვალი, 2025
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ბესიკ პაპისმედოვი
დეველოპერი (ს/კ)
406311968

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.11.13.011.720
მესაკუთრე
შპს "ლენდ ინვესტი" (404590867)
ფართობი
6 800 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1906773
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
15 ივნისი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
21 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 6 ივლისი, 2022ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 თებერვლის №5823106 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 15 ივნისს №AR1906773 განაცხადით მომართა ბესიკ პაპისმედოვმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 25 თებერვლის №5823106 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 25 თებერვლის №5823106 ბრძანებით №01.11.13.011.720 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 25 თებერვლიდან 2025 წლის 25 თებერვლის ჩათვლით. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთებად დაფიქსირდნენ შპს „დი დი ჯი“ (ს/ნ: 204532345), შპს ,,ლენდ ინვესტ" (ს/ნ: 404590867), სს „ემსი ფროფერთი“ (ს/ნ: 404498352). წინამდებარე განაცხადით, საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ცვლილების გამო მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 25 თებერვლის №5823106 ბრძანებაში ცვლილების შეტანა და დამკვეთად შპს „დი დი ჯი“-ს (ს/ნ: 204532345), შპს ,,ლენდ ინვესტ"-ის (ს/ნ: 404590867), სს „ემსი ფროფერთი“-ს (ს/ნ: 404498352) ნაცვლად - შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022345051, მომზადების თარიღი: 23/05/2022 წ.) თანახმად, №01.11.13.011.720 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) საკუთრებას. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22006616; მომზადების თარიღი: 28/01/2022 წ.) შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ბესიკ პაპისმედოვი (პ/ნ: 01012000873). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.11.13.011.720 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406311968) და მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2022 წლის 25 თებერვლის №5823106 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“-ს (ს/ნ: 406311968) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 თებერვლის №5823106 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „დი დი ჯი“-ს (ს/ნ: 204532345), შპს ,,ლენდ ინვესტ"-ის (ს/ნ: 404590867), სს „ემსი ფროფერთი“-ს (ს/ნ: 404498352) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნეს ჯგუფი“ (ს/ნ: 406311968). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 თებერვლის №5823106 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 თებერვლის №5823106 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 6 ივლისი, 2022გადაწყვეტილება6023200 - თანხმობა
  3. 15 ივნისი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა