OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი , ქუჩა გორგასალი , N 40

AR1908145სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება22 ივნისი, 2022
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6010601
გადაწყვეტილების თარიღი
29 ივნისი, 2022
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ლევანი ოქროპირიძე
დეველოპერი (ს/კ)
204398892

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.18.09.005.024
მესაკუთრე
შპს "ნაქერალა" (204398892)
ფართობი
2 461 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1908145
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
22 ივნისი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 29 ივნისი, 2022ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 26 იანვრის №5772252 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 22 ივნისს №AR1908145 განცხადებით მომართა ლევანი ოქროპირიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 26 იანვრის №5772252 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკის ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 31 დეკემბრის №5750870 ბრძანებით ქ. თბილისში, გორგასალი ქუჩა №40-ში არსებულ, №01.18.09.005.024 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, სამსახურის 2021 წლის 27 დეკემბრის №5744411 ბრძანებით შეთანხმებული მრავალფუქნციური კომპლექსის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2022 წლის 26 იანვრის №5772252 ბრძანებით ცვლილება შევიდა სამსახურის 2021 წლის 31 დეკემბრის №5750870 ბრძანებაში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 26 იანვრიდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 26 იანვრის №5772252 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტში და ამავე ბრძანებით შეთანხმებულ კალენდარულ გრაფიკში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ძირითადი რიგის სამუშაოებში, I ეტაპში დაფიქსირებულია ჩანაწერი: „დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე“, თუმცა აღნიშნული სამუშაოების განხორციელება ამავე ბრძანების და კალენდარული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებულია ძირითადი რიგის სამუშაოების II ეტაპით. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. საპროექტო დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ როგორც სამსახურის 2022 წლის 26 იანვრის №5772252 ბრძანებით შეთანხმებულ, ასევე წინამდებარე განცხადებაზე წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების პროექტის აღწერილობით ნაწილში, ზემოაღნიშნული სამუშაოების (ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე) განხორციელება გათვალისწინებულია ძირითადი რიგის სამუშაოების II ეტაპით. თუმცა ბრძანების საზეზოლუციო ნაწილში და კალენდარულ გრაფიკში არასწორად დაფიქსირდა I ეტაპის სამუშაოებშიც. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 26 იანვრის №5772252 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 26 იანვრის №5772252 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის მე-4 ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნას შემდეგი ჩანაწერი „დ) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე.“. სამსახურის 2022 წლის 26 იანვრის №5772252 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი მშენებლობის ორგანიზების კალენდარული გრაფიკით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 26 იანვრის №5772252 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 26 იანვრის №5772252 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 29 ივნისი, 2022გადაწყვეტილება6010601 - თანხმობა
  3. 22 ივნისი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა