ქალაქი თბილისი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა, N 41
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6040753
- გადაწყვეტილების თარიღი
- 18 ივლისი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რევაზ ტყემალაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 208148592
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.20.003.005
- მესაკუთრე
- შპს "ორიონი" (208148592)
- ფართობი
- 3 286 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.20.003.005საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1910691
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 5 ივლისი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 18 ივლისი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 05 ივლისს №AR1910691 განცხადებით მომართა რევაზ ტყემალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა №41-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.20.003.005) მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 16 ივნისიდან 2025 წლის 16 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საოფისე ფართობი 1442.3 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 1420.5 კვ.მ., საერთო ფართობი 10757.0 კვ.მ-ის ნაცვლად 10735.2 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები და გეგმები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების და ნიშნულის გასწორება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდეს: 1420.5 კვ.მ, საერთო ფართობად: 10735.2 კვ.მ. სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებით შეთანხმებული „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების მიხედვით დამუშავებული +3.60 და +6.900 ნიშნულის გეგმები (40-41 ფურცლები) ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 18 ივლისი, 2022გადაწყვეტილება6040753 - თანხმობა
- 15 ივლისი, 2022ქალაქის პასუხი
- 15 ივლისი, 2022ფაილები აიტვირთა
- 13 ივლისი, 2022ქალაქის პასუხი
- 13 ივლისი, 2022ფაილები აიტვირთა
- 12 ივლისი, 2022ქალაქის პასუხი
- 12 ივლისი, 2022ფაილები აიტვირთა
- 5 ივლისი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები4
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა