ქალაქი თბილისი , მიკრო/რაიონი ვაზისუბანი II , N 16 ; ქალაქი თბილისი , დასახლება ვაზისუბანი , II მ/რ , N 16 , მიმდებარედ
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6059645
- გადაწყვეტილების თარიღი
- 29 ივლისი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
- მშენებლობის ვადა
- 10 თებერვალი, 2022 – 10 თებერვალი, 2024
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ქეთევან ჩიჩუა
- ორგანიზაცია
- 35378
- დეველოპერი (ს/კ)
- 400305807
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.17.07.021.028
- მესაკუთრე
- გიორგი ფაიქიძე (P/N: *********78)
- ფართობი
- 2 198 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.17.07.021.028საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1911316
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 8 ივლისი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 21 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 29 ივლისი, 2022ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5799247 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 8 ივლისს №AR1911316 განაცხადებით მომართა ქეთევან ჩიჩუამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5799247 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 20 დეკემბრის №5734072 ბრძანებით შეთანხმდა №01.17.07.021.028 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5799247 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 10 თებერვლიდან 2024 წლის 10 თებერვლის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა გიორგი ფაიქიძე (პ/ნ: 01026008878). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5799247 დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - გიორგი ფაიქიძის (პ/ნ: 01026008878) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრის - შპს „მწვანე სახლი ვაზისუბანი“-ს (ს/ნ: 400305807) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022498401, მომზადების თარიღი: 13/07/2022 წ.) თანახმად №01.17.07.021.028 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „მწვანე სახლი ვაზისუბანი“ (ს/ნ: 400305807). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B21024414, მომზადების თარიღი: 17/03/2021 წ.) თანახმად, შპს „მწვანე სახლი ვაზისუბანი“-ს (ს/ნ: 400305807) ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ქეთევან ჩიჩუა (პ/ნ: 01001060952). შესაბამისად, დგინდება განმცხადებლის უფლებამოსილება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.17.07.021.028 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „მწვანე სახლი ვაზისუბანი“ (ს/ნ: 400305807), რომლის უფლებამოსილი პირიც მომართავს სამსახურს დამკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2022 წლის 10 თებერვლის №5799247 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „მწვანე სახლი ვაზისუბანი“-ს (ს/ნ: 400305807) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი“-ს თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5799247 ბრძანებაში და დამკვეთად გიორგი ფაიქიძის (პ/ნ: 01026008878) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „მწვანე სახლი ვაზისუბანი“ (ს/ნ: 400305807). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5799247 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 თებერვლის №5799247 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 29 ივლისი, 2022გადაწყვეტილება6059645 - თანხმობა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა