ქალაქი თბილისი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა, N 12ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6036317
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 ივლისი, 2022
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლია სარჯველაძე
- ორგანიზაცია
- 41165
- დეველოპერი (ს/კ)
- 406045783
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.20.001.030
- მესაკუთრე
- გაგია შოთაძე (P/N: *********19)
- ფართობი
- 1 248 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.20.001.030საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სატრანსპორტო
- ქვეზონა
- tz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სატრანსპორტო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1911998
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 12 ივლისი, 2022
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 ივლისი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ: გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მომხმარებლისთვის მიწოდების ობიექტები, მათი სახეობები და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციასთან დაკავშირებული პირობები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 15.01.14 წ. N76 დადგენილებით დამტკიცებული „გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების (პროპან–ბუტანი) გაზსავსები სადგურების, პუნქტების, ბალონების, საშუალედო საწყობების, ავტომობილების გასამართი სადგურების, სარეზერვუარო, ჯგუფური და ინდივიდუალური გაზბალონიანი დანადგარების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით. ამ რეგლამენტის მე–2 მუხლის მე–12 პუნქტის თანახმად, მცირემწარმოებლურობის საწარმო (საამქრო), რომლის დანიშნულებაა გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების მიღება უპირატესად საავტომობილო ტრანსპორტით, მათი შენახვა და მომხმარებლისათვის მიწოდება ბალონებით, ანუ რა მიზნითაც თქვენ გათვალისწინებული გაქვთ ცისტერნის განთავსება, წარმოადგენს მომსახურების ისეთ ობიექტს, რომელსაც ეწოდება „გაზსავსები პუნქტი“, ხოლო რეგლამენტის მე–10 და მე–11 პუნქტებით განსაზღვრულია ის პირობები და მოთხოვნები, რომელთა გათვალისწინება სავალდებულოა მისი განთავსების ადგილის შერჩევისა და დაპროექტების დროს. რაც შეეხება ცალკე აღებულ ცისტერნას, მასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 31.12.13წ. N 410 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით და მისი მე–2 მუხლის მე–12 პუნქტის თანახმად, როცა იგი, ისევე როგორც მსგავსი დანიშნულების სხვა მოცულობითი ნაკეთობები (ბალონი, კასრი და სხვა), განკუთვნილია გაზების წნევის ქვეშ მოსათავსებლად, მათი შენახვისა და ტრანსპორტირებისათვის, მას ეწოდება „წნევაზე მომუშავე ჭურჭელი“. თავის მხრივ კი ასეთი ჭურჭელი, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“–ს მე–18 მუხლის მე–5 პუნქტის თანახმად, წარმოადგენს „მომატებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს“ და მასზე ვრცელდება ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები. გარემოებათა დამატებით გამოკვლევის, სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსთან საკითხების დაზუსტების და მათი შეჯერების შედეგად დადგინდა, რომ მხოლოდ ცისტერნის განთავსებით და მხოლოდ მისი საშუალებით ვერ იქნება უზრუნველყოფილი „გაზსავსები პუნქტი“–ს ტექნოლოგიური გამართულობა, სრულყოფილი ფუნქციონირება და მისი უსაფრთხო ექსპლუატაცია, რის გამოც იგი უნდა დაპროექტდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N76 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამეტის მე–3 თავის მოთხოვნათა შესაბამისად. ხოლო ასეთ შემთხვევაში, ვინაიდან ცისტერნა, როგორც „წნევაზე მომუშავე ჭურჭელი“ თავად წარმოადგენს „მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტს“ და ამასთანავე „გაზსავსები პუნქტის“ ძირითად ტექნოლოგიურ მოწყობილობას, მისი საფრთხის შემცველი მახასიათებლები ვრცელდება მთლიანად „გაზსავსებ პუნქტზეც“. აქედან გამომდინარე კი დადგინდა, რომ „გაზსავსები პუნქტი“, ანალოგიურად გაზგასამართი სადგურისა, განეკუთვნება IV კლასს დაქვემდებარებულ შენობა–ნაგებობებს და იგი საჭიროებს მშენებლობის ნებართვის გაცემას სამივე სტადიით, რომელთაგანაც I სტადიაზე, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ჩართული უნდა იქნას სსიპ – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამ ეტაპზე სამსახური თქვენს მოთხოვნას გათხევადებული ნახშირწყალბადანი სადგურის (გაზის) რეზერვუარების და დისპანსერის განთავსებას I კლასის კუთხით ვერ განიხილავს და მოკლებულია თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 ივლისი, 2022გადაწყვეტილება6036317 - უარი
- 12 ივლისი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა