ქალაქი თბილისი, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა, N 41
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6069850
- გადაწყვეტილების თარიღი
- 5 აგვისტო, 2022
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- თამაზ ჩახუნაშვილი
- ორგანიზაცია
- 42383
- დეველოპერი (ს/კ)
- 208148592
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.20.003.005
- მესაკუთრე
- შპს "ორიონი" (208148592)
- ფართობი
- 3 286 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.20.003.005საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1912137
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 16 ივლისი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 20 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 5 აგვისტო, 2022ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 16 ივლისს №AR1912137 განცხადებით მომართა თამაზ ჩახუნაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება დამკვეთის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩა №41-ში მდებარე №01.19.20.003.005 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 16 ივნისიდან 2025 წლის 16 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2022 წლის 18 ივლისის №6040753 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით და ჩანაცვლდა „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41-ე დადგენილების მიხედვით დამუშავებული +3.60 და +6.900 ნიშნულის გეგმები (40-41 ფურცლები). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ველში შპს „ორიონის“ ნაცვლად შპს „ეიმ კომპანის“ დაფიქსირება, ვინაიდან აღნიშნული მშენებლობის ნებართვის გაცემის მომენტისთვის შპს „ორიონის“ (ს/ნ: 208148592) საფირმო სახელწოდებას უკვე წარმოადგენდა შპს „ეიმ კომპანი“ (ს/ნ: 208148592). სამსახურის მიერ დოკუმენტაციის გადმოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22055029, მომზადების თარიღი: 11/05/2022 წ.) თანახმად, შპს „ორიონის“ საფირმო სახელწოდებას, სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანების გამოცემის დროს, უკვე წარმოადგენდა შპს „ეიმ კომპანი“ (ს/ნ: 208148592). ამასთან, საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022528970, მომზადების თარიღი: 25/07/2022 წ.) თანახმად №01.19.20.003.005 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დაფიქსირებულია შპს „ეიმ კომპანი“ (ს/ნ: 208148592). სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 15 ოქტომბრის №5605719 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ველში არასწორად დაფიქსირდა დამკვეთის საფირმო სახელწოდება, ვინაიდან აღნიშნული ბრძანების გამოცემის დროისთვის (16.06.2022 წ.), საპროექტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის საფირმო სახელწოდებას უკვე შპს „ეიმ კომპანი“ (ს/ნ: 208148592) წარმოადგენდა (2022 წლის 11 მაისიდან), რაც დასტურდება ზემოაღნიშნული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანებაში და დამკვეთის ინფორმაციის ველში შპს „ორიონის“ ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „ეიმ კომპანი“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 16 ივნისის №5962450 და 2022 წლის 18 ივლისის №6040753 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 5 აგვისტო, 2022გადაწყვეტილება6069850 - თანხმობა
- 13 ივლისი, 2022ფაილები აიტვირთა
წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა