OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი, N158

AR1914522სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება25 ივლისი, 2022- სამგორი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6062321
გადაწყვეტილების თარიღი
1 აგვისტო, 2022
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გიორგი ჭუმბურიძე
დეველოპერი (ს/კ)
406319979

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.17.11.026.131
მესაკუთრე
ლევან დევნოზაშვილი (P/N: *********42)
ფართობი
1 073 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1914522
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
25 ივლისი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 1 აგვისტო, 2022ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 25 ივლისს №AR1914522 განცხადებით მომართა გიორგი ჭუმბურიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 10 ივნისის №5975375 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ეტაპების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 10 ივნისის №5975375 ბრძანებით ქ. თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი №158-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.17.11.026.131), სამსახურის 2022 წლის 01 ივნისის №5962439 ბრძანებით შეთანხმებული სავაჭრო ცენტრის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 10 ივნისიდან 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. სამსახურის 2022 წლის 21 ივნისის №5994819 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 10 ივნისის №5975375 ბრძანებაში მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 10 ივნისის №5975375 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში და კალენდარულ გრაფიკში არასწორად მოხდა ეტაპების დაფიქსირება. კერძოდ, გამორჩენილია III ეტაპის დაფიქსირება. შესაბამისად, მოთხოვნილია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 2022 წლის 01 ივნისის №AR1902720 განცხადებაზე წარმოდგენილი საპროექტო ტერიტორიის ამსახველი ფოტოსურათების მიხედვით III ეტაპის სამუშაოები (მიწის სამუშაოები, ფუძის მოწყობის სამუშაოები, საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე და ნულოვანი ნიშნულის ზევით) უკვე დასრულებული იყო. აღნიშნულის მიხედვით, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ იქნა დარჩენილი სამუშაოების კალენდარული გრაფიკი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ეტაპის სამუშაოები სამსახურის 2022 წლის 10 ივნისის №5975375 ბრძანებაში ვერ დაფიქსირდებოდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სამსახურის 2022 წლის 10 ივნისის №5975375 ბრძანების გაცემის დროისთვის III ეტაპის სამუშაოები (მიწის სამუშაოები, ფუძის მოწყობის სამუშაოები, საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა ნულოვან ნიშნულამდე და ნულოვანი ნიშნულის ზევით) უკვე დასრულებული იყო, სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილების და მშენებლობის ეტაპების ნაწილში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 1 აგვისტო, 2022გადაწყვეტილება6062321 - უარი
  3. 25 ივლისი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა