OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, მახათას აღმართი, N 21

AR1915411სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება1 აგვისტო, 2022
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6081734
გადაწყვეტილების თარიღი
15 აგვისტო, 2022
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ირაკლი დევდარიანი
დეველოპერი (ს/კ)
405156469

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.16.08.005.033
მესაკუთრე
შპს "ბლექსი თბილისი" (405156469)
ფართობი
752 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1915411
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
1 აგვისტო, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
2 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
5

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 აგვისტო, 2022ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5825818 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 01 აგვისტოს №AR1915411 განცხადებით მომართა ირაკლი დევდარიანმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5825818 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5825818 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, მახათას აღმართზე №21-ში მდებარე №01.16.08.005.033 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 17 მაისის №5940596 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 17 მაისიდან 2022 წლის 17 ნოემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5825818 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ, სურს კომერციულ ფართობად 95.1 კვ.მ-ის ნაცვლად 97.4 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 86.2 კვ.მ-ის ნაცვლად 84.8 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 58.8 კვ.მ-ის ნაცვლად 95.6 კვ.მ-ის, სასაწყობე ფართობად 220.4 კვ.მ-ის ნაცვლად 221.3 კვ.მ-ის, დამხმარე ფართობად 6.7 კვ.მ-ის ნაცვლად 20.9 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 619 კვ.მ-ის ნაცვლად 609.9 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 1086.2 კვ.მ-ის ნაცვლად 1129.9 კვ.მ-ის დაფიქსირებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ გეგმები არ იცვლება, უბრალოდ გეგმებზე ხდება ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5825818 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5825818 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და საერთო ფართობად დაფიქსირდეს 1129.9 კვ.მ., კომერციულ ფართობად 97.4 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 84.8 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 95.6 კვ.მ., სასაწყობე ფართობად 221.3 კვ.მ., დამხმარე ფართობად 20.9 კვ.მ., საოფისე ფართობად 609.9 კვ.მ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5825818 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5825818 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 მარტის №5825818 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 15 აგვისტო, 2022გადაწყვეტილება6081734 - თანხმობა
  3. 13 აგვისტო, 2022ქალაქის პასუხი
  4. 13 აგვისტო, 2022ფაილები აიტვირთა
  5. 11 აგვისტო, 2022ქალაქის პასუხი
  6. 11 აგვისტო, 2022ფაილები აიტვირთა
  7. 9 აგვისტო, 2022ქალაქის პასუხი
  8. 9 აგვისტო, 2022ფაილები აიტვირთა
  9. 5 აგვისტო, 2022ქალაქის პასუხი
  10. 5 აგვისტო, 2022ფაილები აიტვირთა
  11. 29 ივლისი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები5

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა