OpenCAD
განუხილველი

ქალაქი თბილისი , ქუჩა შარტავა , N 43 , (ნაკვეთი N15/69)

AR1922139სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება9 სექტემბერი, 2022- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6150001
გადაწყვეტილების თარიღი
4 ოქტომბერი, 2022
შედეგი
სხვა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ივანე მირცხულავა
დეველოპერი (ს/კ)
205176628

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.13.015.069
მესაკუთრე
ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა "ოლიმპიური ვარსკვლავი"
ფართობი
8 406 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1922139
სტატუსი
განუხილველი
რეგისტრაცია
9 სექტემბერი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
25 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 4 ოქტომბერი, 2022ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენი 2022 წლის 09 სექტემბრის №AR1922139 განმეორებითი განცხადება, რომლითაც ითხოვთ სამსახურის 2022 წლის 09 მარტის №5838278 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. აღნიშნული განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ სამსახურის 2022 წლის 15 სექტემბრის №6124225 ბრძანებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის საფუძველზე, დაგიდგინდათ ხარვეზები და განგესაზღვრათ ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ხარვეზები არ იქნა შევსებული. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობებში კვლავ არასწორად არის ჩათვლილი კოლონებისა და საჰაერო შახტების ფართობები. აღნიშნული ფართები დათვლილ უნდა იქნას შიდა კონტურზე, კოლონების და სავენტილაციო შახტების გარეშე. განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა დაზუსტებულ იქნას მოთხოვნა საცხოვრებელ და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. ასევე, საჭიროა წარმოდგენილ იქნას სამსახურის 2022 წლის 9 მარტის №5838278 ბრძანებით შეთანხმებული გეგმების იდენტური (გეგმარების ცვლილების გარეშე) გეგმები, გეგმებსა და გეგმებზე გამოტანილ ექსპლიკაციებზე შესწორებული საცხოვრებელი ფართობების დატანით. ვინაიდან სამსახურის 2022 წლის 15 სექტემბრის №6124225 ბრძანებას გაეცანით 2022 წლის 17 სექტემბერს, ხოლო განმეორებითი განცხადება წარმოადგინეთ 2022 წლის 03 ოქტომბერს, ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი 30 (ოცდაათი) სამუშაო დღიდან დარჩენილია 19 (ცხრამეტი) სამუშაო დღე. სამსახური გაძლევთ ხარვეზის შევსების შესაძლებლობას 19 (ცხრამეტი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ ვადაში ხარვეზების გამოუსწორებლობის შემთხვევაში, თქვენი 2022 წლის 09 სექტემბრის №AR1922139 განცხადება დარჩება განუხილველი. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 4 ოქტომბერი, 2022გადაწყვეტილება6150001 - სხვა
  3. 3 ოქტომბერი, 2022ქალაქის პასუხი
  4. 9 სექტემბერი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა