ქალაქი თბილისი, თეიმურაზ ბოჭორიშვილის ქუჩა, N 1
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6180911
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 ოქტომბერი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ვასილი ცომაია
- დეველოპერი (ს/კ)
- 200069371
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.11.12.018.217
- მესაკუთრე
- შპს "პრიმა პლიუსი" (200069371)
- ფართობი
- 6 596 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.11.12.018.217საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1925678
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 29 სექტემბერი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 27 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 ოქტომბერი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №5809560 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 29 სექტემბერს №AR1925678 განცხადებით მომართა ვასილი ცომაიამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №5809560 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ღია ავტოსადგომების ფართობთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №5809560 ბრძანებით №01.11.12.018.217 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 25 თებერვლის №5821460 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 25 თებერვლიდან 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №5809560 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, ბრძანებაში, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად არ არის ასახული ღია ავტოსადგომები. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №5809560 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე დატანილია 74 ღია ავტოსადგომი (ფართობი: 1099.48 კვ.მ.), რომელიც ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ასახული არ არის. შესაბამისად, სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №5809560 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი (1099.48 კვ.მ.). ამასთან, გენ-გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომების ზომების და ფართობების დატანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №5809560 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: ღია ავტოსადგომები: 1099.48 კვ.მ. 2. სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №5809560 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გენ-გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №5809560 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 17 თებერვლის №5809560 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 ოქტომბერი, 2022გადაწყვეტილება6180911 - თანხმობა
- 25 ოქტომბერი, 2022ქალაქის პასუხი
- 25 ოქტომბერი, 2022ფაილები აიტვირთა
- 29 სექტემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა