ქალაქი თბილისი, ფარნავაზ მეფის გამზირი, N 21
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6176827
- გადაწყვეტილების თარიღი
- 24 ოქტომბერი, 2022
- შედეგი
- უარი
- მშენებლობის ვადა
- 48 თვე
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ზაზა ბოხუა
- დეველოპერი (ს/კ)
- 401987374
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.014.049
- მესაკუთრე
- შპს "მაზა" (401987374)
- ფართობი
- 6 327 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 19 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.014.049საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-2
- K1
- 0,7
- K2
- 4,6
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1928890
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 17 ოქტომბერი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 24 ოქტომბერი, 2022ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 17 ოქტომბერს №AR1928890 განცხადებით მომართა ზაზა ბოხუამ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №6079618 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №6079618 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, ფარნავაზ მეფის გამზირი №21-ში მდებარე №01.72.14.014.049 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 12 აგვისტოს 2025 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №6079618 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას მშენებლობის ხანგრძლივობის მითითების ნაწილში და ასევე, მშენებლობის ორგანიზებისა და კალენდარული გრაფიკის ჩანაცვლებას წარმოდგენილით. კერძოდ, აღნიშნავს რომ მშენებლობის ვადა უნდა განისაზღვროს 48 თვით ნაცვლად 36 თვისა. სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №AR1898444 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 36 (ოცდათექვსმეტი) თვეზე. შესაბამისად, სამსახურმა იხელმძღვანელა №AR1898444 განცხადებაზე წარმოდგენილი 36 თვიანი კალენდარული გრაფიკით და მშენებლობის ვადა დაფიქსირებულ იქნა აღნიშნული ვადით (2022 წლის 12 აგვისტოდან 2025 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით). რაც შეეხება, წინამდებარე 2022 წლის 17 ოქტომბრის №AR1928890 განცხადებაზე წარმოდგენილ 48 თვიან კალენდარულ გრაფიკს, აღნიშნული არ არის შესაბამისობაში სამსახურის 2022 წლის 25 მაისის №AR1898444 განცხადებაზე წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სამსახურის 2022 წლის 12 აგვისტოს №6079618 ბრძანებაში, მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით, ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. დამატებით გაცნობებთ, რომ თუ გსურთ მშენებლობის ვადის ცვლილება განცხადება შეგიძლიათ დაარეგისტრიროთ სამსახურის ოფიციალურ ვებ. გვერდზე (www.tas.ge), შემდეგი ნომენკლატურით: ელექტრონული განაცხადები - მშენებლობის ნებართვა - საცხოვრებელი ობიექტები - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, განსაზღვროთ შენობის პარამეტრები, ქმედებებში აირჩიოთ მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება, ხოლო ქვექმედებებში - ვადაგაუსვლელი და ატვირთოთ კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 24 ოქტომბერი, 2022გადაწყვეტილება6176827 - უარი
- 17 ოქტომბერი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- Project პოსი ბოხუა-(171022).pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა