ქალაქი თბილისი, დავით გურამიშვილის გამზირი, N 188ე
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6184690
- გადაწყვეტილების თარიღი
- 28 ოქტომბერი, 2022
- შედეგი
- უარი
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი კირკიტაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405146952
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.12.01.003.235
- მესაკუთრე
- შპს ჯთჯ (405146952)
- ფართობი
- 2 433 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.12.01.003.235საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სატრანსპორტო
- ქვეზონა
- tz-3
- K1
- 0
- K2
- 0
- სატრანსპორტო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1929780
- სტატუსი
- უარყოფა
- რეგისტრაცია
- 21 ოქტომბერი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 28 ოქტომბერი, 2022ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 21 ოქტომბერს №AR1929780 განცხადებით მომართა გიორგი კირკიტაძემ და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 30 აპრილის №5392228 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2021 წლის 30 აპრილის №5392228 ბრძანებით, №01.12.01.003.235 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალ ადგილიანი ავტოსადგომის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2021 წლის 27 მაისის №5415294 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 27 მაისიდან 2022 წლის 27 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 18 მარტის №5848482 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2021 წლის 27 მაისის №5415294 ბრძანებაში მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2021 წლის 30 აპრილის №5392228 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას და შეთანხმებული პირველი სართულის გეგმის ჩანაცვლებას წარმოდგენილი ამავე სართულის გეგმით. სამსახურმა დაადგინა, რომ 2021 წლის 2 მარტის №AR1807334 განცხადებით, მოთხოვნილ იქნა მრავალ ადგილიანი ავტოსადგომის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება. სამსახურის 2021 წლის 30 აპრილის №5392228 ბრძანებით, სამსახურში წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის, მათ შორის გეგმების, ფასადების, ჭრილებისა და ფოტომონტაჟის საფუძველზე, შეთანხმებულ იქნა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, ამჯერად წარმოდგენილი გეგმის მიხედვით ირკვევა, რომ შეცვლილია აღნიშნული გეგმა და არ შეესაბამება შეთანხმებულ ფასადებსა და ჭრილებს. შესაბამისად, აღნიშნული არ წარმოადგენს ტექნიკური შეცდომის გასწორების სამართლებრივ საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ხდება სამსახურის 2021 წლის 30 აპრილის №5392228 ბრძანებით შეთანხმებული გეგმის ცვლილება, სამსახური მოკლებულია მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და სამსახურის 2021 წლის 30 აპრილის №5392228 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესაძლებლობას. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 28 ოქტომბერი, 2022გადაწყვეტილება6184690 - უარი
- 21 ოქტომბერი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 10_10_2022_tek.xarvezis gasworeba.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა