OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი დიღომი, არქანჯელო ლამბერტის ქუჩა, N 16

AR1930605სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება26 ოქტომბერი, 2022- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6209468
გადაწყვეტილების თარიღი
15 ნოემბერი, 2022
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
გოჩა გეთიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
405283269

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.72.14.040.144
მესაკუთრე
ზაზა როჭიკაშვილი (P/N: *********06)
ფართობი
1 250 მ²
დანიშნულება
სასოფლო-სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1930605
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
26 ოქტომბერი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
4 დღე
ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
3

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 15 ნოემბერი, 2022ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 26 ოქტომბერს №AR1930605 განცხადებით მომართა გოჩა გეთიაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ღია ავტოსადგომების ფართობთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში, არქანჯელო ლამბერტის ქუჩა №16-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.040.144), მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, 2020 წლის 18 დეკემბრის №5226057 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 18 დეკემბრიდან 2022 წლის 18 თებერვლის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული პროექტით 0.00 ნიშნულის გეგმაზე გათვალისწინებულია 10 ღია ავტოსადგომი (151.5 კვ.მ.), რომლებიც ბრძანებაში ასახული არ არის. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ღია ავტოსადგომების ფართობის (151.5 კვ.მ.) სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებით შეთანხმებულ 0.00 ნიშნულის გეგმაზე დატანილია 10 ღია ავტოსადგომი (ფართობი: 151.5 კვ.მ.), რომელიც ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ასახული არ არის. შესაბამისად, სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი (151.5 კვ.მ.). ამასთან, 0.00 ნიშნულის გეგმარება არ იცვლება, ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომების ზომების და ფართობების დატანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: ღია ავტოსადგომები: 151.5 კვ.მ. 2. სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებით შეთანხმებული 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის გასწორებული არქიტექტურული გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 04 დეკემბრის №5213299 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 15 ნოემბერი, 2022გადაწყვეტილება6209468 - თანხმობა
  3. 12 ნოემბერი, 2022ქალაქის პასუხი
  4. 11 ნოემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
  5. 4 ნოემბერი, 2022ქალაქის პასუხი
  6. 3 ნოემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
  7. 26 ოქტომბერი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

ნახაზები და საპროექტო ფაილები3

  • +0.00 ნიშნულის გეგმა - გარე ავტოსადგომების ფართის მონიშვნით.pdfგახსნა ↗
  • +0.00 ნიშნულის გეგმა - გარე ავტოსადგომების ფართის მონიშვნით+.pdfგახსნა ↗
  • +0.00 ნიშნულის გეგმა - გარე ავტოსადგომების ფართის მონიშვნით.pdfგახსნა ↗

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა