ქალაქი თბილისი , იუმაშევის ქუჩა N8
- საერთო ფართობი
- 546 მ²
- განაშენიანების ფართობი
- 565,3 მ²
- მიწის ნაკვეთის ფართობი
- 4 943 მ²
- სიმაღლე
- 6,3 მ
- ჩაღრმავება მიწის ქვემოთ
- 1,8 მ
- სამშენებლო მოცულობა
- 3 450 მ³
მაჩვენებლები მოცემულია ისე, როგორც განმცხადებელმა ფორმაში შეიტანა; არ არის გადამოწმებული.
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6182476
- გადაწყვეტილების თარიღი
- 27 ოქტომბერი, 2022
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- რასიმ ასლანოვი
- დეველოპერი (ს/კ)
- 434157672
მონაწილეები
- დამკვეთი
- სახელი
- რასიმ ასლანოვი
- პირადი ნომერი
- *********00
- ორგანიზაცია
- შპს'ფერრე"
- მთავარი არქიტექტორი
- სახელი
- ალექსანდრე ტყეშელაშვილი
- პირადი ნომერი
- *********38
პირები, რომლებიც განმცხადებელმა განაცხადის ფორმაში მიუთითა.
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.15.003.072
- მესაკუთრე
- შპს "ფერრე" (434157672)
- ფართობი
- 4 943 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.15.003.072საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სამრეწველო
- ქვეზონა
- s-2
- K1
- 0
- K2
- 0
- სამრეწველო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1930611
- სტატუსი
- განუხილველი
- რეგისტრაცია
- 26 ოქტომბერი, 2022
- სახეობა
- ახალი მშენებლობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 22 ნოემბერი, 2022ვადა გაგრძელდა15 დღით, ახალი ვადა: 15 დეკემბერი, 2022
- 27 ოქტომბერი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა განიხილა თქვენს მიერ ელექტრონულად ატვირთული დოკუმენტაცია და გაცნობებთ, რომ ატვირთულ დოკუმენტაციაში გამოვლინდა გარკვეული სახის ხარვეზები (ხარვეზის შესახებ ინფორმაცია მითითებულია შესაბამისი ველების გასწვრივ), კერძოდ: სამსახურის მიერ 08.08.2022წ. № 6057826 ბრძანებით გაცემულ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, კერძოდ უნდა მიეთითოს 2 საწყობი. აქედან გამომდინარე საჭიროა პირველ რიგში საკითხი დააყენოთ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში ტექნიკური ხასიათის ხარვეზის გასწორების თაობაზე და დადებითი პასუხის მიღების შემდგომ მომართოთ სამსახურს არქიტექტურული პროექტის შეთანხმების თაობაზე. 1. .სატიტულო ინფორმაცია. -> .ფუნქციური დანიშნულების სახეობა.: ასევე მიეთითოს საწყობების რაოდენობა 2. .საპროექტო ტერიტორიის გენერალური გეგმა, მასშტაბი 1:500. -> .გენერალური გეგმის pdf ფაილი.: ვინაიდან საპროექტო მიწის ნაკვეთს არ გააჩნია საზოგადოებრივი სივრცე, შენობის განთავსება უნდა მოხდეს სამეზობლო მიჯნების დაცვით (იხ. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები). აქედან გამომდინარე ვინაიდან შესაცვლელია მთლიანი საპროექტო დოკუმენტაცია შესაბამისად გიხარვეზებათ ყველა საჭირო ველი: გეგმები, ჭრილები, ფასადები, ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, ფოტომონტაჟი, სავიზიტო სურათები, სიმაღლის სხივი, გენ-გეგმა და ვექტორული ფაილები. 3. .განმარტებითი ბარათი. -> .განმარტებითი ბარათი.: დამატებით აისახოს შენობის ნულოვანი ნიშნული აბსოლუტურ ნულოვან ნიშნულთან მიმართებაში 4. .შენობა-ნაგებობის ფასადები, მასშტაბი 1:100. -> .ფასადების pdf ფაილი.: წარმოსადგენია არქიტექტურული ელემენტების (კარ-ფანჯრები, ჟალუზები და სხვ.), დეტალების (გაფორმების ელემენტები, ნაკეთობები და ა.შ.) და სამშენებლო-მოსაპირკეთებელი მასალების სპეციფიკაცია. ასევე ყველა ღიობისა და არქიტექტურული დეტალების ზომები. 5. .წარმოდგენილ იქნას საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევა; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ანგარიშში მინიმუმ უნდა აისახოს: ა) მიწის ნაკვეთის გეგმა, კვლევის ჩატარების წერტილების ჩვენებით; ბ) მიწის ნაკვეთის გრუნტის ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები და სპეციფიკაცია; გ) დასკვნა ან/და რეკომენდაციები მშენებლობის განხორციელების დოკუმენტებისთვის. 6. .წარმოდგენილ იქნას საპროექტო ობიექტის კონსტრუქციული სქემა/პროექტი; განმარტება: საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან გამომდინარე, კონსტრუქციული სქემა შედგება ტექსტური და გრაფიკული ნაწილისაგან, სადაც განსაზღვრულია შენობა-ნაგებობების ძირითადი მზიდი კონსტრუქციული ელემენტების გაბარიტული ზომები; საძირკვლის, გადახურვის და ვერტიკალური ელემენტების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები) ტიპი; შენობა-ნაგებობის სიმტკიცეზე, მდგრადობაზე და დეფორმაციაზე გაანგარიშების საწყისი მონაცემები (მასალების ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, სიხისტეები, სტატიკური და დინამიკური დატვირთვების მნიშვნელობები), სივრცითი ანგარიშისათვის გამოყენებული კომპიუტერული საანგარიშო კომპლექსის დასახელება და გაანგარიშებათა შედეგები (ილუსტრირებული დაძაბულ-დეფორმირებული მდგომარეობა, გადაადგილება და რხევის პერიოდი), რომლებიც უნდა აკმაყოფილებდნენ შესაბამისი და ამავე კონსტრუქციულ სქემაში მითითებული ტექნიკური რეგლამენტის/რეგლამენტების მოთხოვნებს. ხოლო, კონსტრუქციული პროექტი უნდა მოიცავდეს კონსტრუქციული სქემით გათვალისწინებულ ყველა ინფორმაციას დაზუსტებული, დაკონკრეტებული სახით და იძლეოდეს მშენებლობის განხორციელებისთვის ამომწურავ ინფორმაციას. კონსტრუქციული პროექტი დამატებით უნდა მოიცავდეს: ა) ფუძის მოწყობის, საძირკვლის და გადახურვის ძირითად ნახაზებს (ვერტიკალური მზიდი კონსტრუქციების ტიპების (სვეტები, პილონები, მზიდი კედლები და ა. შ.), ღერძების ხაზების, ძირითადი გაბარიტული და ღერძულა ზომების, გადახურვის ზედაპირის ვერტიკალური ნიშნულების ჩვენებით); ბ) ცალკეული კვანძების დეტალურ ნახაზებს; გ) კონსტრუქციული ელემენტების, დეტალების და სამშენებლო მასალების სპეციფიკაციას. 7. საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევის და კონსტრუქციული სქემა/პროექტის ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია წარმოსადგენია თანდართული საექსპერტო შეფასებით. 8. .წარმოდგენილ იქნას საინჟინრო კომუნიკაციების ქსელების (ელგაყვანილობის, გაზმომარაგების, გათბობა-ვენტილაციის, წყალმომარაგების და წყალარინების) სქემები, მათი დეტალური ნახაზები და სპეციფიკაციები; 9. საჭიროა წარმოადგინოთ მიწის ნაკვეთის გამწვანების პროექტი (გამწვანების პროექტი - სამშენებლო ტერიტორიაზე დაგეგმილი გამწვანების სივრცის მოწყობის პროექტი, რომელიც შესაძლოა ითვალისწინებდეს ადგილზე არსებული მწვანე ნარგავების გადარგვას ან/და საკომპენსაციო რგვას, კანონმდებლობით დადგენილი წესით), რომელიც სხვა მონაცემებთან ერთად აუცილებლად უნდა მოიცავდეს: 1. კ-3 კოეფიციენტის ფართობს; 2. გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას (მათ შორის, დახასიათება − ხნოვანება, სიმაღლე); 3. გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს; 4. გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ პირს; 5. გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობას; 6. საინფორმაციო დაფასა და რენდერს (არსებული მწვანე ნარგავების რაოდენობების, სახეობების მითითებით), რომელიც ვიზუალურად უნდა გამოისახოს მაკეტის ან/და ფოტომონტაჟის სახით. 10. საპროექტო ტერიტორიაზე მოქმედებს სპეციალური შეზღუდვის ასაფრენი ზოლის ზონა, საქართველოს საჰარეო კოდექსის 41-ე მუხლის თანახმად, აეროდრომის რაიონში მიწის ნაკვეთის, შენობის, ნაგებობის, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი ხაზების და სხვა ობიექტების მფლობელები მათი განთავსებისას ან გამოყენებისას ვალდებული არიან, მათი გამოყენების და ამ ობიექტებით სარგებლობის პირობები აეროდრომის ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირთან შეათანხმონ და შესაბამისი სამუშაოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების დაცვით აწარმოონ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან თქვენს მიერ წარმოდგენილი არსებული სიტუაციის ტოპოგრაფიული გეგმით დგინდება, რომ არსებული აბსოლუტური ნიშნული გაცილებით მეტია დადგენილ ნიშნულზე, საჭიროა განთავსების ადგილი და სიმაღლე შეთანხმდეს აეროდრომის ექსპლუატანტთან, შპს "ტავ ურბან საქართველოს"-სთან. აქედან გამომდინარე წარმოსადგენია შპს "ტავ ურბან საქართველოს" მიერ გაცემული შესაბამისი თანხმობა საწყობების მშენებლობასთან დაკავშირებით. გაითვალისწინეთ სამსახურის მიერ მითითებული ხარვეზების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში წინამდებარე განცხადება დარჩება განუხილველი. თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა განცხადებაში მითითებული ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ დადგენილ ვადაში არ წარმოადგენთ შესაბამის დოკუმენტაციას აღნიშნული განცხადება დარჩება განუხილველი.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 27 ოქტომბერი, 2022გადაწყვეტილება6182476
- 26 ოქტომბერი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები7
- gen gegma.dwg
- sawyobis proeqti iurmashevis qucha.dwg
- renders 1.jpgგახსნა ↗
- renders 2.jpgგახსნა ↗
- renders 3.jpgგახსნა ↗
- renders 4.jpgგახსნა ↗
ყველას ჩვენება (7)ნაკლების ჩვენება
- renders 5.jpgგახსნა ↗
დასკვნები და აზომვები1
- garemos tanxmoba საექსპ. დასკვნა 2207-331 იუმაშევის ქუჩა.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები7
- gen gegma.pdfგახსნა ↗
- arsebuli suratebi.pdfგახსნა ↗
- sartulebrivi gegmebi.pdfგახსნა ↗
- chrilebi.pdfგახსნა ↗
- fasadebi.pdfგახსნა ↗
- fotomontaji1.pdfგახსნა ↗
ყველას ჩვენება (7)ნაკლების ჩვენება
- maxsiglis sqema.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა