OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი საცხოვრებელი რაიონი , (ნაკვეთი 003/001) ; ქალაქი თბილისი , დიდი დიღომი , მიმდებარე ტერიტორია , (ნაკვეთი 03/006)

AR1930890სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება28 ოქტომბერი, 2022- დიღომი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6194196
გადაწყვეტილების თარიღი
4 ნოემბერი, 2022
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თამთა ოტიაშვილი
დეველოპერი (ს/კ)
204561429

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.07.003.983
მესაკუთრე
შპს "სახლი დიღომში" (204561429)
ფართობი
20 766 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1930890
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
28 ოქტომბერი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
7 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 4 ნოემბერი, 2022ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 28 ოქტომბერს №AR1930890 განცხადებით მომართა თამთა ოტიაშვილმა და მოითხოვა სამსახურის 2016 წლის 13 იანვრის №2381110 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 18 მარტის №1152845 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.07.003.357 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2014 წლის 18 მარტიდან 2016 წლის 18 მარტის ჩათვლით. სამსახურის 2016 წლის 13 იანვრის №2381110 ბრძანებით ზემოაღნიშნულ №01.10.07.003.357 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ფართობი: 20887 კვ.მ) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2016 წლის 14 იანვრიდან 2017 წლის 14 ივლისის ჩათვლით. სამსახურის 2017 წლის 16 მარტის №3146253 და 2020 წლის 25 მაისის №4961748 ბრძანებებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2016 წლის 13 იანვრის №2381110 ბრძანებაში და გაგრძელდა მშენებლობის ვადა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განცხადების რეგისტრაცია: №882017376445 მომზადების თარიღი: 19/05/2017 წ.) დგინდება, რომ №01.10.07.003.357 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი დაიყო №01.10.07.003.983, №01.10.07.003.984, №01.10.07.003.985, №01.10.07.003.986, №01.10.07.003.987, №01.10.07.003.988, №01.10.07.003.989, №01.10.07.003.990 და №01.10.07.003.991 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებად. სამსახურის 2022 წლის 13 ოქტომბრის №6163965 ბრძანებით №01.10.07.003.983 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (ფართობი: 20766 კვ.მ.) შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. აღნიშნული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვის გაცემა არ მომხდარა. განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2016 წლის 13 იანვრის №2381110 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ კი განმარტავს, რომ სურს, აღნიშნულ ბრძანებაში დაფიქსირდეს სამსახურის 2022 წლის 13 ოქტომბრის №6163965 ბრძანებით შეთანხმებული ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლები. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა სამსახურის 2016 წლის 13 იანვრის №2381110 ბრძანებით შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირდა განმცხადებლის მიერ 2015 წლის 07 დეკემბრის №AR1361998 განცხადებაზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. ამასთან, სამსახურის 2022 წლის 13 ოქტომბრის №6163965 ბრძანებით შეთანხმდა კორექტირებული არქიტექტურული პროექტი განმცხადებლის მიერ 2022 წლის 13 აგვისტოს №AR1917873 განცხადებაზე წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლები დაფიქსირებულია შეცვლილი დოკუმენტაციის შესაბამისად და არ შეესაბამება სამსახურის 2016 წლის 13 იანვრის №2381110 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის რომ სამსახურის 2022 წლის 13 ოქტომბრის №6163965 ბრძანებით შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციის (მათ შორის ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების) შესაბამისად განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები, საჭიროა, აღნიშნული კორექტირებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაცემულ იქნას მშენებლობის ნებართვა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას სამსახურის 2022 წლის 13 ოქტომბრის №6163965 ბრძანებით შეთანხმებული ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების დაფიქსირების საფუძვლით გაასწოროს ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2016 წლის 13 იანვრის №2381110 ბრძანებაში. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 4 ნოემბერი, 2022გადაწყვეტილება6194196 - უარი
  3. 27 ოქტომბერი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა