OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის ქუჩა, N 2

AR1932556სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება5 ნოემბერი, 2022- საბურთალო
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6224455
გადაწყვეტილების თარიღი
28 ნოემბერი, 2022
შედეგი
თანხმობა
მშენებლობის ვადა
4 აგვისტო, 2021 – 4 აგვისტო, 2023
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
არჩილ მორჩილაძე
დეველოპერი (ს/კ)
405558953

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.14.05.009.002
მესაკუთრე
შპს "კლინიკა ნიუმედი" (206334162)
ფართობი
440 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1932556
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
5 ნოემბერი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
23 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 28 ნოემბერი, 2022გადაწყვეტილება6224455 - თანხმობა
  2. 28 ნოემბერი, 2022ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 აგვისტოს №5532819 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 05 ნოემბერს №AR1932556 განაცხადებით მომართა არჩილ მორჩილაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2021 წლის 04 აგვისტოს №5532819 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 აგვისტოს №5532819 ბრძანებით, ქ. თბილისში, ალექსანდრე (საშა) იოსელიანის ქუჩა №2-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.05.009.002), სამსახურის 2021 წლის 16 ივნისის №5450961 ბრძანებით შეთანხმებული ამბულატორიის (დიაგნოსტიკური ცენტრი (ტიპი e)) არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2021 წლის 04 აგვისტოდან 2023 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნულ ბრძანებაში დამკვეთად დაფიქსირდა შპს „კლინიკა ნიუმედი“ (ს/ნ: 206334162). წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2021 წლის 04 აგვისტოს №5532819 ბრძანებაში დამკვეთის ცვლილება და დამკვეთად მიწის ნაკვეთის ძველი მესაკუთრის - შპს „კლინიკა ნიუმედი“-ს (ს/ნ: 206334162) ნაცვლად მიწის ნაკვეთის ახალი - მესაკუთრის შპს „აიჯიჯი ასისტანსი “-ს (ს/ნ: 405558953) დაფიქსირება. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022664241, მომზადების თარიღი: 20/09/2022 წ.) თანახმად №01.14.05.009.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, დღევანდელი მდგომარეობით, წარმოადგენს შპს „აიჯიჯი ასისტანსი“-ს (ს/ნ: 405558953). მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით (განაცხადის რეგისტრაციის ნომერი: B22142163; მომზადების თარიღი: 14/11/2022 წ.) შპს „აიჯიჯი ასისტანსი“-ს (ს/ნ: 405558953) ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს არჩილ მორჩილაძე (პ/ნ: 01024007661). შესაბამისად, განმცხადებლის უფლებამოსილება დგინდება. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემის ბოლო სტადიაზე მშენებლობის ნებართვის მაძიებელი/მშენებლობის ნებართვის მფლობელი შეიძლება იყოს მიწის ნაკვეთის ან მასზე განთავსებული ან ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ან მისი ნაწილის მესაკუთრე, მოსარგებლე ან მის/მათ მიერ უფლებამოსილი პირი, რომელსაც აქვს ობიექტის სამშენებლო განვითარების ინტერესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. ვინაიდან, დღევანდელი მდგომარეობით, №01.14.05.009.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენს შპს „აიჯიჯი ასისტანსი“ (ს/ნ: 405558953), რომლის უფლებამოსილი წარმომადგენელიც სამსახურს მომართავს დამკვეთის ცვლილების მოთხოვნით, სამსახური მიზანშეწონილად მიიჩნევს მის მიერ გამოცემულ 2021 წლის 04 აგვისტოს №5532819 ბრძანებაში ცვლილების შეტანას და დამკვეთად შპს „აიჯიჯი ასისტანსი“-ს (ს/ნ: 405558953) დაფიქსირებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის“ თანახმად, ვბრძანებ: 1. შევიდეს ცვლილება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 აგვისტოს №5532819 ბრძანებაში და დამკვეთად შპს „კლინიკა ნიუმედი“-ს (ს/ნ: 206334162) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „აიჯიჯი ასისტანსი“ (ს/ნ: 405558953). 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 აგვისტოს №5532819 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2021 წლის 04 აგვისტოს №5532819 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  3. 5 ნოემბერი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა