ქალაქი თბილისი, ნინო რამიშვილის II ჩიხი, N 2
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6229961
- გადაწყვეტილების თარიღი
- 1 დეკემბერი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ირაკლი ბარნაბიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 404870412
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.14.005.268
- მესაკუთრე
- შპს "სონნეთ ქონსთრაქშენ" (404870412)
- ფართობი
- 1 860 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.14.005.268საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სარეკრეაციო
- ქვეზონა
- rz-2
- K1
- 0,2
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1934571
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 16 ნოემბერი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 1 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 1 დეკემბერი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 სექტემბრის №6115080 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 16 ნოემბერს №AR1934571 განცხადებით მომართა ირაკლი ბარნაბიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 08 სექტემბრის №6115080 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 სექტემბრის №6115080 გადაწყვეტილებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ნინო რამიშვილის II ჩიხი №2-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.14.14.005.268), მრავალფუნქციური კომპლექსის (ბ ბლოკის) კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 08 სექტემბრიდან 2023 წლის 08 მაისის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 26 ოქტომბრის №6180388 ბრძანებით გასწორდა ტექნიკური შეცდომა სამსახურის 2022 წლის 08 სექტემბრის №6115080 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საოფისე ფართობად დაფიქსირდა: 991.5 კვ.მ., საერთო ფართობად: 14218.4 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2022 წლის 08 სექტემბრის №6115080 ბრძანებით შეთანხმებული -13.10 და 0.00 ნიშნულის არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდა 2022 წლის 03 ოქტომბრის №AR1926280 განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი ამავე ნიშნულის არქიტექტურული გეგმებით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2022 წლის 08 სექტემბრის №6115080 გადაწყვეტილების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, საცხოვრებელი ფართობი 5730.5 კვ.მ-ის ნაცვლად უნდა იყოს 5749.0 კვ.მ., საოფისე ფართობი 991.5 კვ.მ-ის ნაცვლად 993.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობი 1875.9 კვ.მ-ის ნაცვლად 1875.5 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი 1453.3 კვ.მ-ის ნაცვლად 1457.7 კვ.მ., დამხმარე ფართობი 19.3 კვ.მ-ის ნაცვლად 77.8 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობი 4147.9 კვ.მ-ის ნაცვლად 4148.2 კვ.მ., საერთო ფართობი 14218.4 კვ.მ-ის ნაცვლად 14301.5 კვ.მ. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ არქიტექტურულ გეგმა–ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლების ფართობები, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, გეგმარება არ იცვლება და ხდება მხოლოდ გეგმებზე ფართობების დაზუსტება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 სექტემბრის №6115080 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში საცხოვრებელ ფართობად დაფიქსირდეს: 5749.0 კვ.მ., საოფისე ფართობად: 993.3 კვ.მ., საზაფხულო ფართობად: 1875.5 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად: 1457.7 კვ.მ., დამხმარე ფართობად: 77.8 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად: 4148.2 კვ.მ., საერთო ფართობად: 14301.5 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 სექტემბრის №6115080 ბრძანებით შეთანხმებული (მათ შორის 2022 წლის 26 ოქტომბრის №6180388 ბრძანებით ჩანაცვლებული -13.10 და 0.00 ნიშნულის) არქიტექტურული გეგმები ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი არქიტექტურული გეგმებით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 სექტემბრის №6115080 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 სექტემბრის №6115080 და 2022 წლის 26 ოქტომბრის №6180388 ბრძანებებთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 1 დეკემბერი, 2022გადაწყვეტილება6229961 - თანხმობა
- 30 ნოემბერი, 2022ქალაქის პასუხი
- 30 ნოემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
- 25 ნოემბერი, 2022ქალაქის პასუხი
- 25 ნოემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
- 16 ნოემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა