ქალაქი თბილისი, იყალთოს გორის ქუჩა, N 5
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6244714
- გადაწყვეტილების თარიღი
- 12 დეკემბერი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბექა ჩიქობავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 404921340
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.17.004.159
- მესაკუთრე
- მანანა ლაშხი (P/N: *********90)
- ფართობი
- 959 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.17.004.159საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1936132
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 28 ნოემბერი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 3 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 3
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 12 დეკემბერი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 14 აპრილის №1835534 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 28 ნოემბრის №AR1936132 განცხადებით მომართა ბექა ჩიქობავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2015 წლის 14 აპრილის №1835534 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ღია ავტოსადგომებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 14 აპრილის №1835534 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ქუჩა იყალთო, №44ბ/ ქალაქი თბილისი, იყალთოს გორა, №44ა-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.10.17.004.159) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2015 წლის 14 აპრილიდან 2017 წლის 14 აპრილის ჩათვლით. სამსახურის 2015 წლის 14 აპრილის №1835534 ბრძანების საფუძველზე, სამსახურის 2017 წლის 16 აგვისტოს №3471644 გადაწყვეტილებით №01.10.17.004.159 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე დადასტურდა მშენებლობადამთავრებული ობიექტის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის) ექსპლუატაციაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 25 მაისის №ბ-19/01170793339-17 ბრძანებაში დაფიქსირებული არქიტექტურულ-სამშენებლო დარღვევებით განხორციელებული მშენებლობის ქალაქგეგმარებით მოთხოვნებთან შესაბამისობა და მათი დასაშვებობა ობიექტის შემდგომი ექსპლუატაციაში მიღების მიზნით. განმცხადებლის განმარტებით სამსახურის 2015 წლის 14 აპრილის №1835534 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე გათვალისწინებულია ღია ავტოსადგომები, რომლებიც ბრძანებაში დაფიქსირებული არ არის. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ღია ავტოსადგომების ფართობის ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირებას. სამსახურმა დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2015 წლის 14 აპრილის №1835534 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე დატანილია 26 ღია ავტოსადგომი (ფართობი: 349.8 კვ.მ.), რომელიც ზემოაღნიშნულ ბრძანებაში ასახული არ არის. შესაბამისად, სამსახურის 2015 წლის 14 აპრილის №1835534 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად შესაძლებელია დაფიქსირდეს ღია ავტოსადგომების ფართობი (349.8 კვ.მ.). ამასთან, გენ-გეგმა არ იცვლება, ხდება მხოლოდ ღია ავტოსადგომების ზომების და ფართობების დატანა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 14 აპრილის №1835534 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად, ცალკე ფართობად დაფიქსირდეს: ღია ავტოსადგომები: 349.8 კვ.მ. 2. სამსახურის 2015 წლის 14 აპრილის №1835534 ბრძანებით შეთანხმებული გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი გასწორებული გენ-გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 14 აპრილის №1835534 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 14 აპრილის №1835534 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 12 დეკემბერი, 2022გადაწყვეტილება6244714 - თანხმობა
- 9 დეკემბერი, 2022ქალაქის პასუხი
- 9 დეკემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
- 7 დეკემბერი, 2022ქალაქის პასუხი
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- iyalto bolo.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა