OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო, N 80

AR1936419სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება30 ნოემბერი, 2022
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6241227
გადაწყვეტილების თარიღი
8 დეკემბერი, 2022
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
თამთა ხაჟომია
დეველოპერი (ს/კ)
204958929

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.15.04.004.055
მესაკუთრე
შპს "ლინქსერ" (204958929)
ფართობი
2 499 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1936419
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
30 ნოემბერი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
8 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
2

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 8 დეკემბერი, 2022ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 30 ნოემბერს №AR1936419 განცხადებით მომართა თამთა ხაჟომიამ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6222274 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ემუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6222274 ბრძანებით №01.15.04.004.055 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური კომპლექსი/შენობის მშენებლობის მიზნით დამტკიცდა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები. განმცხადებლის განმარტების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6222274 ბრძანებაში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განმცხადებელი უთითებს, რომ განაშენიანების რეგულირების ხაზი (უკანა ეზოსთვის) ამოღებული უნდა იქნას ბრძანებიდან. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6222274 ბრძანებით №01.15.04.004.055 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საზოგადოებრივი საზღვრები განსაზღვრულია ჩრდილო-აღმოსავლეთით და განაშენიანების რეგულირების ხაზი (უკანა ეზოსთვის) დადგენილია მის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) მხარეს, რაც სწორად არის ასახული სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6222274 ბრძანების დანართშიც. დამატებით განგიმარტავთ, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის №14-39 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მიწის ნაკვეთის ის ნაწილი (ფართობი), რომელიც მოქცეულია საზოგადოებრივი საზღვრ(ებ)ის მოპირდაპირე (არამოსაზღვრე) სამეზობლო საზღვარსა/საზღვარებსა და ამ მუხლის შესაბამისად დადგენილ წითელ ხაზ(ებ)ს შორის, არის მიჯნის ზონის ნაწილი, რომელსაც მიწის ნაკვეთზე შენობათა განთავსების მიზნებისათვის ეწოდება მიწის ნაკვეთის უკანა ეზო. ამავე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტების თანახმად, მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობის ან მისი ნაწილის განთავსება დაუშვებელია, გარდა იმ შემთხვევისა თუ ამ მიწის ნაკვეთის მომიჯნავე მიწის ნაკვეთის უკანა ეზოს ტერიტორიაზე განთავსებულია შენობა, ან განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულია შენობის განთავსება, ისე რომ დაცული იქნეს ამ მუხლის მოთხოვნები იმ სხვა მოსაზღვრე მიწის ნაკვეთ(ებ)ის მიმართ, რომელთა უკანა ეზოს ტერიტორიაზე შენობა არ არის განთავსებული ან განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, განაშენიანების რეგულირების ხაზთან (უკანა ეზოსთვის) დაკავშირებით ტექნიკური შეცდომა არ ფიქსირდება სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა, სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6222274 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებასთან დაკავშირებით. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 8 დეკემბერი, 2022გადაწყვეტილება6241227 - უარი
  3. 1 დეკემბერი, 2022ქალაქის პასუხი
  4. 1 დეკემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
  5. 29 ნოემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
  6. 29 ნოემბერი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები2

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა