ქალაქი თბილისი , ხეივანი დავით აღმაშენებელი , N 6
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6252325
- გადაწყვეტილების თარიღი
- 15 დეკემბერი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ბესიკ ახალაძე
- ორგანიზაცია
- 26884
- დეველოპერი (ს/კ)
- 405131085
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.032.599
- მესაკუთრე
- შპს "იალონი" (205135780)
- ფართობი
- 16 469 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.032.599საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-5
- K1
- 0,5
- K2
- 2,1
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1936476
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 30 ნოემბერი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 15 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 15 დეკემბერი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6223599 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 30 ნოემბერს №AR1936476 განცხადებით მომართა ბესიკ ახალაძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6223599 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6223599 ბრძანებით, ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივანი №6-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.72.14.032.599), სამსახურის 2022 წლის 18 ოქტომბრის №6167778 ბრძანებით შეთანხმებული საწყობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 25 ნოემბრიდან 2024 წლის 25 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6223599 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, მშენებლობის ვადა „2022 წლის 25 ნოემბრიდან 2024 წლის 25 მაისის ჩათვლით“-ს ნაცვლად დაფიქსირებულია „2022 წლის 25 ნოემბრიდან 2023 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით“. შესაბამისად, ითხოვს აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 02 ნოემბრის №AR1930985 განცხადებით მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი წარმოდგენილი იქნა 18 (თვრამეტი) თვეზე. შესაბამისად, სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6223599 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2022 წლის 25 ნოემბრიდან 2024 წლის 25 მაისის ჩათვლით. თუმცა, ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6223599 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6223599 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 25 ნოემბრიდან 2024 წლის 25 მაისის ჩათვლით.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6223599 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 25 ნოემბრის №6223599 ბრძანებებთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 15 დეკემბერი, 2022გადაწყვეტილება6252325 - თანხმობა
- 9 დეკემბერი, 2022ქალაქის პასუხი
- 5 დეკემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- 18.11.2022 მოპ.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა