ქალაქი თბილისი, პეტრე იბერის ქუჩა, N 30
დამკვეთი
- სახელი
- მარიამ პაპუკაშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 211358975
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.06.001.002
- მესაკუთრე
- შპს ავტოსერვისი "დიდი დიღომი" ( 211358975)
- ფართობი
- 13 160 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 2 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.06.001.002საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საზოგადოებრივ-საქმიანი
- ქვეზონა
- ssz-1
- K1
- 0,7
- K2
- 3,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1936851
- სტატუსი
- შუალედური
- რეგისტრაცია
- 1 დეკემბერი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- ახლა ელოდება
- განმცხადებლის პასუხს
- ქალაქის ბოლო პასუხი: 7 დეკემბერი, 2022 (1 447 დღე)
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 7 დეკემბერი, 2022ქალაქის პასუხი
2022 წლის 01 დეკემბრის №AR1936851 განცხადებასთან დაკავშირებით დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაციის და ინფორმაციის განსაზღვრის შესახებ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 01 დეკემბერს №AR1936851 განცხადებით მომართა მარიამ პაპუკაშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №6094437 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №6094437 ბრძანებით შეთანხმდა, ქ. თბილისში, პეტრე იბერის ქუჩა №30-ში მდებარე №01.10.06.001.002 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის (შენობა №2) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 23 აგვისტოდან 2026 წლის 23 აგვისტოდან ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №6094437 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 5551.2 კვ.მ-ის ნაცვლად 5543.1 კვ.მ-ის, საოფისე ფართობად 159.7 კვ.მ-ის ნაცვლად 158.9 კვ.მ-ის, სასაწყობე ფართობად 111.4 კვ.მ-ის ნაცვლად 110.5 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 904.4 კვ.მ-ის ნაცვლად 903.6 კვ.მ-ის, ხოლო საერთო ფართობად 9651.6 კვ.მ-ის ნაცვლად 9641 კვ.მ-ის დაფიქსირებას. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ ავტომობილის, საოფისე და საცხოვრებელ ფართობებში არასწორად არის ჩათვლილი კოლონებისა და საჰაერო შახტების ფართობები. ამასთან, წარმოდგენილ გეგმებზე ავტომობილის სადგომებზე დატანილი ფართობები შეუსაბამოა მათზე მითითებულ ზომებთან. ამასთან, ავტოსადგომის ფართობში არ არის ჩათვლილი სავალი ნაწილის ფართობები. გაითვალისწინეთ, რომ თუ თითოეულ ავტომობილის სადგომებზე დაიტანთ ზომებს, ფართობებიც მიუთითეთ ზომების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დაიტანეთ ავტოსადგომის მხოლოდ ერთიანი ფართობი (სავალი ნაწილის ჩათვლით). განგიმარტავთ, რომ სამყოფისათვის ფართობი განისაზღვრება მის შემომსაზღვრელ კედლებს შორის არსებული იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობით, მათ შორის არსებული საყრდენი კედლებისა და კოლონების ფართობის გარეშე (ბინის ფართობში არ იანგარიშება ასევე საყრდენ კედლებში და ბინის შემომსაზღვრელ კედლებში არსებული ღიობები, ბინაში არსებული იატაკის სხვადასხვა დონეების დამაკავშირებელი შიდა კიბე და მისი ბაქანი). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დაავალოს განმცხადებელს წარმოადგინოს განახლებული დოკუმენტაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, ვბრძანებ: 1.დაევალოს განმცხადებელს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში: 1.1.დააზუსტოს მოთხოვნა საცხოვრებელ, საოფისე, სასაწყობე, ავტოსადგომების და საერთო ფართობებთან დაკავშირებით. 1.2. წარმოადგინოს სამსახურის 2022 წლის 23 აგვისტოს №6094437 ბრძანებით შეთანხმებული არქიტექტურული გეგმების იდენტური არქიტექტურული გეგმები (გეგმარების შეცვლის გარეშე), გეგმებსა და გეგმებზე გამოტანილ ექსპლიკაციებზე შესწორებული ფართობების დატანით. 2. ბრძანების პირველი პუნქტის შეუსრულებლობის შემთხვევაში 2022 წლის 01 დეკემბრის №AR1936851 განცხადება დარჩეს განუხილველი. 3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 1 დეკემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმები გაერთიანებული # 02.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა