ქალაქი თბილისი , დასახლება აეროპორტი
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6249374
- გადაწყვეტილების თარიღი
- 14 დეკემბერი, 2022
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ნინო ნიკოლავა
- ორგანიზაცია
- 38718
- დეველოპერი (ს/კ)
- 406257633
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.19.26.004.277
- მესაკუთრე
- შპს რ.ს.ე.დ. (406257633)
- ფართობი
- 20 000 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.19.26.004.277საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სპეციალური
- ქვეზონა
- specz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სპეციალური ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1937077
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 8 დეკემბერი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 6 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 2
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 14 დეკემბერი, 2022ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 დეკემბრის №5227789 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 02 დეკემბერს №AR1937077 განცხადებით მომართა ნინო ნიკოლავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2020 წლის 18 დეკემბრის №5227789 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 დეკემბრის №5227789 ბრძანებით ქ. თბილისში, აეროპორტის დასახლებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ: №01.19.26.004.277), სამსახურის 2020 წლის 25 ნოემბრის №5201441 ბრძანებით შეთანხმებული საწყობის არქიტექტურული პროექტის საფუძველზე, გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2020 წლის 18 დეკემბრიდან 2022 წლის 18 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2020 წლის 18 დეკემბრის №5227789 ბრძანებაში და ამავე ბრძანებით შეთანხმებულ მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა მშენებლობის განხორციელების ეტაპებთან და ეტაპების ნუმერაციასთან დაკავშირებით. სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ სამსახურის 2020 წლის 18 დეკემბრის №5227789 ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში გამორჩენილია ეტაპის - „შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა“ დაფიქსირება. ასევე, შეთანხმებულ მშენებლობის განხორციელების კალენდარულ გრაფიკში ეტაპების ნუმერაციის ნაწილში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა. შესაბამისად, მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელია. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად ჩათვალა დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა და გაასწოროს ტექნიკური შეცდომა მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 დეკემბრის №5227789 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1. მოსამზადებელი სამუშაოები (სამშენებლო მოედნის მოწესრიგება, საჭიროებისამებრ საინჟინრო კომუნიკაციების გადატანა); 2. შენობა-ნაგებობის გრუნტზე დაკვალვა და ძირითადი ღერძების დაფიქსირება; 3. შენობა-ნაგებობების მიწის სამუშაოები, შენობა-ნაგებობების ფუძის მოწყობის სამუშაოები და შენობა-ნაგებობების საძირკვლის მოწყობის სამუშაოები; 4. ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა-ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე; 5. შენობა-ნაგებობის 0.00 ნიშნულზე ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა; 6. შენობა-ნაგებობის +6.00 ნიშნულზე ძირითადი კონსტრუქციული სისტემის (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით) მოწყობა; 7. შენობა-ნაგებობების სახურავისა და გადახურვის მოწყობა; 8. არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; 9. შენობა-ნაგებობების ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო-ტექნიკური ქსელების მოწყობა; 10. ტექნოლოგიური მოწყობილობების მონტაჟი; 11. შენობა-ნაგებობების გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები; 12. მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები; გაითვალისწინეთ: სანებართვო პირობებით გათვალისწინებული მშენებლობის ეტაპის დასრულებამდე 10 დღით ადრე ნებართვის მფლობელი ვალდებულია შეატყობინოს საჯარო ზედამხედველობის ორგანოს მშენებლობის ეტაპის დასრულების შესახებ.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 დეკემბრის №5227789 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე, ფაილის მიმაგრების ველში წარმოდგენილი მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკით. 3.ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 დეკემბრის №5227789 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4. წინამდებარე ბრძანება განხილული იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 18 დეკემბრის №5227789 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 14 დეკემბერი, 2022გადაწყვეტილება6249374 - თანხმობა
- 8 დეკემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
- 6 დეკემბერი, 2022ქალაქის პასუხი
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- რსედ.rarგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა