OpenCAD
უარყოფა

ქალაქი თბილისი, ჯავახეთის II შესახვევი, N 12ა

AR1941652სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება27 დეკემბერი, 2022- ვარკეთილი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6278935
გადაწყვეტილების თარიღი
10 იანვარი, 2023
შედეგი
უარი
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
ზაზა ბასილაძე
დეველოპერი (ს/კ)
433103250

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.19.20.007.058
მესაკუთრე
შპს "ასტერია" (433103250)
ფართობი
785 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1941652
სტატუსი
უარყოფა
რეგისტრაცია
27 დეკემბერი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
14 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 10 იანვარი, 2023ქალაქის პასუხი

    ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 27 დეკემბერს №AR1941652 განცხადებით მომართა ზაზა ბასილაძემ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 19 სექტემბრის №ბ17.01222623 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №2964226 ბრძანებით №01.19.20.007.058 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალფუნქციური შენობის (საცხოვრებელი და კომერციული) არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2017 წლის 24 იანვრის №3058227 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. სამსახურის 2017 წლის 26 აპრილის №3226152 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2016 წლის 25 ნოემბრის №2964226 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით, კერძოდ, საერთო ფართობად დაფიქსირდა 3113.66 კვ.მ., საცხოვრებელი ფართობად - 1527.36 კვ.მ., საზაფხულო ფართობად - 289.33 კვ.მ., კიბის უჯრედის და სადარბაზოს ფართობად - 256.93 კვ.მ., ხოლო, სარდაფის 380.86 კვ.მ. ფართობის ნაცვლად დაფიქსირდა ავტოსადგომის - 372.10 კვ.მ. ფართობი. სამსახურის 2018 წლის 27 აგვისტოს №4138005 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2017 წლის 24 იანვრის №3058227 ბრძანებაში მშენებლობის ვადასთან დაკავშირებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 19 სექტემბრის №ბ17.01222623 ბრძანებით ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ქ. თბილისში, ჯავახეთის II შესახვევი, №12ა-ში მდებარე №01.19.20.007.058 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები მშენებლობადამთავრებული ობიექტი (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი). წინამდებარე, განცხადებით განმცხადებელი ითხოვს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 19 სექტემბრის №ბ17.01222623 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას მშენებლობადამთავრებული ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან 2022 წლის 19 სექტემბრის №ბ17.01222623 ბრძანება წარმოადგენს არა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის, არამედ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2022 წლის 19 სექტემბრის №ბ17.01222623 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. წინამდებარე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება
  2. 10 იანვარი, 2023გადაწყვეტილება6278935 - უარი
  3. 26 დეკემბერი, 2022ფაილები აიტვირთა

დოკუმენტები

სხვა ფაილები1

ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.

ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა