ქალაქი თბილისი, შალვა ნუცუბიძის ქუჩა N125ა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6279233
- გადაწყვეტილების თარიღი
- 10 იანვარი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- გიორგი ქევანიშვილი
- დეველოპერი (ს/კ)
- 405374982
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.02.025.248
- მესაკუთრე
- შპს სვეტი ნუცუბიძე ( 204487910)
- ფართობი
- 900 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.02.025.248საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-6
- K1
- 0,5
- K2
- 2,5
- K3
- 0,1
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1941980
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 27 დეკემბერი, 2022
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 14 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 10 იანვარი, 2023ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №5946799 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 27 დეკემბერს №AR1941980 განცხადებით მომართა გიორგი ქევანიშვილმა და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №5946799 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება დამკვეთის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №5946799 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, შალვა ნუცუბიძის ქუჩა №125ა-ში მდებარე №01.14.02.025.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 მარტის N83 განკარგულების საფუძველზე დამუშავებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა, მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 20 მაისიდან 2023 წლის 20 იანვრის ჩათვლით. სამსახურის 2022 წლის 20 დეკემბრის №6256874 ბრძანებით შევიდა ცვლილება სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №5946799 ბრძანებაში მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2023 წლის 20 ივნისის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით მოთხოვნილია სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №5946799 ბრძანებაში დამკვეთის ინფორმაციის ველში შპს „ოპტიმას“ ნაცვლად შპს „მ2 ნუცუბიძეზე 2“-ის დაფიქსირება, ვინაიდან აღნიშნული ბრძანების გამოცემის მომენტისთვის №01.14.02.025.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოადგენდა არა შპს „ოპტიმა“ (ს/ნ: 405160819) არამედ შპს „მ2 ნუცუბიძეზე 2“ (ს/ნ: 405374982). სამსახურმა დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ შპს „მ2 ნუცუბიძეზე 2“-ის მინდობილი პირის გიორგი ქევანიშვილის 2022 წლის 11 მაისის №AR1897457 განცხადებით მოთხოვნილ იქნა, №01.14.02.025.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტის შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის გაცემა. სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №5946799 ბრძანებით მოთხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა ტექნიკური შეცდომის შედეგად დამკვეთის ინფორმაციის ველში არასწორად დაფიქსირდა ორგანიზაციის სახელწოდება და მისი საიდენტიფიკაციო კოდი. საჯარო რეესტრის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია – №882022277697, მომზადების თარიღი: 27/04/2022 წ.) თანახმად №01.14.02.025.248 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, როგორც სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №5946799 ბრძანების გაცემის, ისე დღევანდელი მდგომარეობით წარმოადგენდა/წარმოადგენს შპს „მ2 ნუცუბიძეზე 2“ (ს/ნ: 405374982). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №5946799 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №5946799 ბრძანებაში და დამკვეთის ინფორმაციის ველში: „ორგანიზაციის (არსებობის შემთხვევაში)“ გრაფაში შპს „ოპტიმას“ ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „მ2 ნუცუბიძეზე 2“. ხოლო, საიდენტიფიკაციო კოდის გრაფაში: „405160819“ ნაცვლად დაფიქსირდეს „405374982“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №5946799 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 მაისის №5946799 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის.: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 10 იანვარი, 2023გადაწყვეტილება6279233 - თანხმობა
- 27 დეკემბერი, 2022ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- mindobiloba m2.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა