OpenCAD
თანხმობა

ქალაქი თბილისი, სოფელი ზურგოვანი, ასი ათასი მოწამის ქუჩა, N 28

AR1942283სამშენებლო ნებართვასხვა დანიშნულება29 დეკემბერი, 2022- ზურგოვანი
გამოსაწერად შედით ანგარიშზე

გადაწყვეტილება

გადაწყვეტილების ნომერი
6281100
გადაწყვეტილების თარიღი
12 იანვარი, 2023
შედეგი
თანხმობა
ქალაქის გადაწყვეტილების ანგარიში ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026

დამკვეთი

სახელი
პაატა კაპანაძე
დეველოპერი (ს/კ)
402050016

მიწის ნაკვეთი

საკადასტრო კოდი
01.10.06.002.020
მესაკუთრე
მურათ ქაიქჩიოღლუ ( C/N: U 01631708)
ფართობი
2 383 მ²
დანიშნულება
არასასოფლო სამეურნეო

წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 3 ოქტომბერი, 2026

ნაკვეთები და ზონირება

ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)

დოკუმენტი

ნომერი
AR1942283
სტატუსი
თანხმობა
რეგისტრაცია
29 დეკემბერი, 2022
სახეობა
სამშენებლო ნებართვა

წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026

საქმის მსვლელობა

საქმის ხანგრძლივობა
14 დღე
რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
შენიშვნების რაუნდები
1

ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.

ქრონოლოგია

ჯერ უახლესი.

  1. 12 იანვარი, 2023გადაწყვეტილება6281100 - თანხმობა
  2. 12 იანვარი, 2023ქალაქის პასუხი

    ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188551 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2022 წლის 29 დეკემბერს №AR1942283 განცხადებით მომართა პაატა კაპანაძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188551 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ვადის მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 20 ოქტომბრის №6171888 ბრძანებით შეთანხმდა №01.10.06.002.020 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188551 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა. მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 01 ნოემბრიდან 2024 წლის 01 მაისის ჩათვლით. განმცხადებლის განმარტების თანახმად, სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188551 ბრძანებაში შეცდომით იქნა დაფიქსირებული მშენებლობის ვადა, კერძოდ: “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 01 ნოემბრიდან 2024 წლის 01 მაისის ჩათვლით“ ნაცვლად დაფიქსირდა “მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 01 ნოემბრიდან 2023 წლის 01 მაისის ჩათვლით“. დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დადგენილ იქნა, რომ 2022 წლის 25 ოქტომბრის №AR1930476 განცხადებაზე წარმოდგენილ იქნა მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკი 18 თვეზე და სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188551 ბრძანებით მშენებლობის ვადა უნდა განსაზღვრულიყო 2024 წლის 01 მაისის ჩათვლით. თუმცა ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის შედეგად მშენებლობის ვადა არასწორად დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188551 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188551 ბრძანებაში და ბრძანების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. მშენებლობის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 01 ნოემბრიდან 2024 წლის 01 მაისის ჩათვლით.“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188551 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 01 ნოემბრის №6188551 ბრძანებასთან ერთად. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

    მეტის ჩვენება

წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა