ქალაქი თბილისი , ზარწემის ქ. N 16
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6298944
- გადაწყვეტილების თარიღი
- 25 იანვარი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- მილენა ცუცქირიძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 406294308
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.14.16.009.504
- მესაკუთრე
- შპს "ლე მონდე" (406294308)
- ფართობი
- 622 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.14.16.009.504საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz-2
- K1
- 0,5
- K2
- 0,8
- K3
- 0,25
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1944571
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 17 იანვარი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 8 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 25 იანვარი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6189715 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 17 იანვარს №AR1944571 განცხადებით მომართა მილენა ცუცქირიძემ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6189715 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6189715 ბრძანებით, ქ. თბილისში, ზარწემის ქ. №16-ში მდებარე №01.14.16.009.504 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა ინდივიდუალური ერთ ბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 15 ნოემბრის №6204048 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 15 ნოემბრიდან 2023 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6189715 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ტექნიკური შეცდომის გასწორებას, კერძოდ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში მანსარდის 62.3 კვ.მ. ფართობის ნაცვლად დაფიქსირებული უნდა იყოს სარდაფის 62.3 კვ.მ. ფართობი. სამსახურმა, შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ 0.00 ნიშნულის გეგმაზე ფიქსირდება სარდაფის 62.3 კვ.მ. ფართობი, რომელიც 2022 წლის 7 ნოემბრის №AR1932747 განცხადებაზე არასწორად იქნა წარმოდგენილი, როგორც მანსარდის ფართობი, რაც შემდგომ, ასევე არასწორად აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. შესაბამისად, შესაძლებელია აღნიშნული ტექნიკური შეცდომის გასწორება სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6189715 ბრძანებით შეთანხმებულ ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში და მანსარდის 62.3 კვ.მ. ფართობის ნაცვლად სარდაფის 62.3 კვ.მ. ფართობის დაფიქსირება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6189715 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ: 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6189715 ბრძანებაში და ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლების ველში „მანსარდის ფართობი (კვ.მ).: 62.3“ ნაცვლად დაფიქსირდეს „სარდაფის ფართობი (კვ.მ).: 62.3“. 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6189715 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 8 ნოემბრის №6189715 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან, (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7) კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 25 იანვარი, 2023გადაწყვეტილება6298944 - თანხმობა
- 17 იანვარი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმები.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა