ქალაქი თბილისი , დასახლება დიდი დიღომი , II და III მიკრო/რაიონს შორის , (ნაკვეთი 06/071)
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6300965
- გადაწყვეტილების თარიღი
- 26 იანვარი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- ლუკა ჩაგანავა
- დეველოპერი (ს/კ)
- 402042730
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.10.08.006.642
- მესაკუთრე
- შპს "მწვანე დიღომი 2022" (402042730)
- ფართობი
- 2 803 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 1 ოქტომბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.10.08.006.642საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- სატრანსპორტო
- ქვეზონა
- tz-1
- K1
- 0
- K2
- 0
- სატრანსპორტო ზონა: ქალაქის რუკა ამ ტიპის ზონისთვის K2-ს არ გვაძლევს (0 ნიშნავს „არ არის გამოქვეყნებული“, არა აკრძალვას). გადაამოწმეთ ზონირების რეგულაცია.
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1944979
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 19 იანვარი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 7 დღე
- რეგისტრაციიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 1
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 26 იანვარი, 2023ქალაქის პასუხი
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6272795 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 19 იანვარს №AR1944979 განცხადებით მომართა ლუკა ჩაგანავამ და მოითხოვა ამავე სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6272795 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება მშენებლობის ეტაპების მითითების ნაწილში. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 29 დეკემბრის №6269736 ბრძანებით, №01.10.08.006.642 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6272795 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2025 წლის 30 მარტის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. განმცხადებლის განმარტებით, სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6272795 ბრძანებაში დაშვებულ იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ შეთანხმებულ მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკსა და შეთანხმებულ ბრძანებაში დაფიქსირებული მშენებლობის განხორციელების დარჩენილი ეტაპები შეუსაბამოა ერთმანეთთან, კერძოდ შეთანხმებული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში გამორჩენილია მშენებლობის განხორციელების დარჩენილი მესამე ეტაპი. შეთანხმებული დოკუმენტაციის გადამოწმების შედეგად სამსახურმა დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6272795 ბრძანებით შეთანხმებული მშენებლობის განხორციელების კალენდარული გრაფიკის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების დარჩენილი ეტაპები განსაზღვრულია 7 ეტაპად, რომელთაგან მესამე ეტაპს წარმოადგენს „ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა - ნაგებობის +16.20; +19.30, +22.40 და +25.50 ნიშნულებზე; შენობა - ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); შენობა - ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა.“. თუმცა, ტექნიკური შეცდომის შედეგად შეთანხმებული ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტში აღნიშნული ეტაპი საერთოდ არ დაფიქსირდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტში გაასწოროს ტექნიკური აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. შესაბამისად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია დააკმაყოფილოს განმცხადებლის მოთხოვნა სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6272795 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59–ე მუხლის თანახმად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ 1. გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6272795 ბრძანებაში და ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. მშენებლობის ეტაპები განისაზღვროს შემდეგნაირად: 1) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა - ნაგებობის ნულოვან ნიშნულამდე; (-5.50 და -2.75 ნიშნულებზე) შენობა - ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით). 2) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა - ნაგებობის + 3.80; +6.90; +10.00 და +13.10 ნიშნულებზე; შენობა - ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით). 3) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა - ნაგებობის +16.20; +19.30, +22.40 და +25.50 ნიშნულებზე; შენობა - ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); შენობა - ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა. 4) ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა შენობა - ნაგებობის +28.60; +31.70 და +35.90 ნიშნულებზე; შენობა - ნაგებობის ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა (არამზიდი კონსტრუქციების გამოკლებით); შენობა - ნაგებობის სახურავისა და გადახურვის მოწყობა. 5) არამზიდი კონსტრუქციების მოწყობა; 6) შენობა - ნაგებობის ლოკალური საერთო სარგებლობის საინჟინრო - ტექნიკური ქსელების მოწყობა; 7) შენობა - ნაგებობის გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები და მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობის სამუშაოები. გაითვალისწინეთ: მშენებლობის ნებართვის მფლობელი (დამკვეთი) ვალდებულია “მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად შეადგინოს მშენებლობის (ზედამხედველობის) ეტაპის დასრულების ოქმი და სამშენებლო/სანებართვო პირობებით დადგენილი მორიგი ეტაპის დასრულებამდე წერილობითი სახით წარადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციაში. აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობა წარმოადგენს სანებართვო პირობების დარღვევას და იწვევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას - დაჯარიმებას. საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 1415 მუხლის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის მშენებლობისას მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2023 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრება ამ კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.“. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6272795 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 3. წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 30 დეკემბრის №6272795 ბრძანებასთან ერთად. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 26 იანვარი, 2023გადაწყვეტილება6300965 - თანხმობა
- 19 იანვარი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
სხვა ფაილები1
- ხარვეზი_მწვანე დიღომი.pdfგახსნა ↗
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა