ქალაქი თბილისი , დიღმის სასწ. საცდელი მეურნეობა
გადაწყვეტილება
- გადაწყვეტილების ნომერი
- 6319690
- გადაწყვეტილების თარიღი
- 8 თებერვალი, 2023
- შედეგი
- თანხმობა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
დამკვეთი
- სახელი
- კობა მოდრეკილაძე
- დეველოპერი (ს/კ)
- 405246149
მიწის ნაკვეთი
- საკადასტრო კოდი
- 01.72.14.009.687
- მესაკუთრე
- შპს "დიღმის ველი" (405246149)
- ფართობი
- 11 265 მ²
- დანიშნულება
- არასასოფლო სამეურნეო
წყარო: NAPR, საჯარო რეესტრი - მდგომარეობა: 21 ნოემბერი, 2026
ნაკვეთები და ზონირება
- 01.72.14.009.687საჯარო რეესტრის ამონაწერი ↗ (იხსნება ახალ ჩანართში)
- ზონა
- საცხოვრებელი
- ქვეზონა
- sz
- K1
- 0
- K2
- 0
- K3
- 0
ქალაქის ზონირების რუკიდან (მდგომარეობა: 30 სექტემბერი, 2026)
დოკუმენტი
- ნომერი
- AR1945231
- სტატუსი
- თანხმობა
- რეგისტრაცია
- 21 იანვარი, 2023
- სახეობა
- სამშენებლო ნებართვა
წყარო: TAS, ქალაქის ნებართვების სისტემა - წაკითხულია TAS-იდან: 1 ოქტომბერი, 2026
საქმის მსვლელობა
- საქმის ხანგრძლივობა
- 2 დღე
- ბოლო ხელახალი წარდგენიდან გადაწყვეტილებამდე
- შენიშვნების რაუნდები
- 4
ვის ელოდება საქმე, ჩანს მისი ახლანდელი სტატუსიდან; დღეები კალენდარულია და ითვლება მხოლოდ ჩანაწერში დათარიღებული მონაკვეთისთვის; რაუნდი ქალაქის ყოველი პასუხია.
ქრონოლოგია
ჯერ უახლესი.
- 8 თებერვალი, 2023ქალაქის პასუხი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს 2023 წლის 21 იანვარს №AR1945231 განცხადებით მომართა კობა მოდრეკილაძემ და მოითხოვა სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორება ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით. სამსახურმა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, შეისწავლა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და დაადგინა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის №6241655 ბრძანებით №01.72.14.009.687 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი. ხოლო, სამსახურის 2022 წლის 23 დეკემბრის №6261199 ბრძანებით გაიცა მშენებლობის ნებართვა და მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2022 წლის 23 დეკემბრიდან 2025 წლის 23 დეკემბრის ჩათვლით, კალენდარული გრაფიკის შესაბამისად. წინამდებარე განცხადებით, განმცხადებელი ითხოვს სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორებას. კერძოდ, საცხოვრებელ ფართობად 7321.9 კვ.მ-ის ნაცვლად 7239.6 კვ.მ-ის, საზაფხულო ფართობად 889.1 კვ.მ-ის ნაცვლად 890.8 კვ.მ-ის, კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2306.3 კვ.მ-ის ნაცვლად 2038.4 კვ.მ-ის, ავტოსადგომის ფართობად 1672.5 კვ.მ-ის ნაცვლად 1600.2 კვ.მ-ის, საერთო ფართობად 13192.9 კვ.მ-ის ნაცვლად 12772.1 კვ.მ-ის დაფიქსირებას. განმცხადებელს, ასევე, სურს სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსასდგომების ფართობი 413.3 კვ.მ. სამსახურმა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი შეცვლილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები შეადარა შეთანხმებულ გეგმა - ნახაზებს და დაადგინა, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად იქნა წარმოდგენილი ტექნიკურ–ეკონომიკური მაჩვენებლები ფართობების არასწორი დაჯამების გამო, რაც შემდგომ აისახა სამსახურის მიერ გამოცემულ ბრძანებაში. ამასთან, სამსახურმა დაადგინა, რომ წარმოდგენილი გეგმები არ იცვლება, აღნიშნულ გეგმებზე ხდება მხოლოდ ფართობების დაზუსტება. სამსახურმა ასევე დაადგინა, რომ სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის №6241655 ბრძანებით შეთანხმებულ გენ-გეგმაზე მდებარეობს 27 ავტოსადგომი რომლის ჯამური ფართობი შეადგენს 413.3 კვ.მ-ს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მის მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში გაასწოროს ტექნიკური, აგრეთვე გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომები. ამდენად, სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ: 1.გასწორდეს ტექნიკური შეცდომა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის №6241655 ბრძანების ტექნიკურ-ეკონომიკურ მაჩვენებლებში, კერძოდ, საერთო ფართობად დაფიქსირდეს 12772.1 კვ.მ., საცხოვრებელ ფართობად 7239.6 კვ.მ., საზაფხულო ფართობად 890.8 კვ.მ., კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობად 2038.4 კვ.მ., ავტოსადგომის ფართობად 1600.2 კვ.მ. ასევე, სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის №6241655 ბრძანებაში ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისგან დამოუკიდებლად ცალკე ფართობად დაფიქსირდეს ღია ავტოსასდგომების ფართობი 413.3 კვ.მ. 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის №6241655 ბრძანებით შეთანხმებული გეგმები და გენ-გეგმა ჩანაცვლდეს წინამდებარე განცხადებაზე ფაილის მიმაგრების ველით წარმოდგენილი გეგმებით და გენ-გეგმით. 3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის №6241655 ბრძანება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელი. 4.წინამდებარე ბრძანება განხილულ იქნას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2022 წლის 08 დეკემბრის №6241655 ბრძანებასთან ერთად. 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან (მის. ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7), კანონმდებლობით დადგენილი წესით, აქტის ოფიციალური წესით გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.
მეტის ჩვენებანაკლების ჩვენება
- 8 თებერვალი, 2023გადაწყვეტილება6319690 - თანხმობა
- 6 თებერვალი, 2023ქალაქის პასუხი
- 6 თებერვალი, 2023ფაილები აიტვირთა
- 2 თებერვალი, 2023ქალაქის პასუხი
- 2 თებერვალი, 2023ფაილები აიტვირთა
- 30 იანვარი, 2023ქალაქის პასუხი
- 30 იანვარი, 2023ფაილები აიტვირთა
- 21 იანვარი, 2023ფაილები აიტვირთა
დოკუმენტები
ნახაზები და საპროექტო ფაილები1
- გეგმები გასწორებული.pdfგახსნა ↗
სხვა ფაილები3
ფაილები ინახება ქალაქის სერვერზე. პერსონალური დოკუმენტები (მინდობილობა, პირადობა) აქ არ ჩანს.
ყველა დოკუმენტი docs.tbilisi.gov.ge-ზე ↗წყარო: docs.tbilisi.gov.ge - ეს ჩანაწერი ასახავს საჯარო რეესტრის მდგომარეობას მოძიების მომენტში და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.მონაცემის წაშლა